ინგრედიენტები :
5 კგ . მწიფე შავი ქლიავი
50-100 გრ. შაქარი ყოველ ლიტრა წვენზე
სუფთა და სტერილური ქილები
მომზადების წესები :
ქლიავი გავრეცხოთ, გამოვაცალოთ კურკები, ჩავყაროთ ალუმინის ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაიფაროს.
ქვაბი შემოვდგათ ცეცხლზე . რომ ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ და ქლიავი ვხარშოთ 5 წუთი. ქაფი არ მოვხადოთ.
ხელის ბლენდეროთ მასა დავაბლენდეროთ, გავატაროთ საწურში.
წვენი თავიდან ჩავასხათ ქვაბში.დაახლოებით გამოგვივა 4 ლიტრა სითხე.
ყოველ ერთ ლიტრა სითხეს შევურიოთ 100 გრამი შაქარი. ჩვენ შემთხვევაში შევურიეთ 400 გრამი. თუ წვენი სქელია, მაშინ გავათხელოთ ცოტა წყლით.
ქვაბი შემოვდგათ ცეცხლზე, ვადუღოთ 10 წუთი .პერიოდულად მოვქაფოთ.
ცხელი და ქაფქაფა ქლიავის წვენით გავაპიპინოთ სტერილური ქილა და იქვე მოვხუფოთ.
ქილები გავაგრილოთ და შევინახოთ ზამთრისათვის.
ეს წვენი ძალიან გემრიელია!