ხბოს ან ძროხის ხორცის ჩახოხბილი-შეფ-მზარეული ნინო წენგუაშვილის რეცეპტით

ინგრედიენტები :

1 კგ ძროხის ან ხბოს ხორცი

5-6 ცალი ხახვი

6-7 ცალი პამიდორი

1 კონა რეჰანი

1 კონა ქინძი

4-5 კბილი ნიორი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

ხორცი დავჭრათ,გავრეცხოთ ცივ წყალში,მოვთუშოთ თავისივე წვენში.წვენი რომ ამოშრება,ხორცი გავსინჯოთ,თუ მოუხარშავია, დავუმატოთ ცხელი წყალი და გავაგრძელოთ ხარშვა.

ხორცს დავაყაროთ ალყა -ალყა დაჭრილი ხახვი,თუ ნაკლებად ცხიმიანია შეგვიძლია დავუმატოთ კარაქი,გაფცქვნილი და წვრილად დაჭრილი პამიდორი ან ადუღებულ წყალში გახსნილი ტომატ- პასტა.ხარშვის დამთავრებისას დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი,მწვანილი,მარილი და წიწაკა გემოვნებით.ჩახოხბილი ვადუღოთ 3-4 წუთი და ამის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან.

კურდღლის ჩახოხბილი შეფ- მზარეული ნინო წენგუაშვილის რეცეპტით

ინგრედიენტები :

1 კურდღელი

100-10 გრ.კარაქი

5-6 ცალი პამიდორი

4-5 ცალი ხახვი

2-3 კბილი ნიორი

2 ს.კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი ტომატი

1 კონა ქინძი

რეჰანი

წიწაკა ,მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

კურდღელი დავჭრათ.

წვრილად დაჭრილი ხახვი  კარაქთან ერთად  ქვაბში მოვთუშოთ,დავაყაროთ კურდღლის ხორცი,მოვთუშოთ.

შაქარი და ტომატი მოვთუშოთ ტაფაში.

ხორცს დავასხათ გახეხილი პამიდორი,ტომატ- პასტა და ვადუღოთ.

ხორცი, რომ მოიხარშება შევაზავოთ წვრილად დაჭრილი  ნივრითა  და მწვანილებით.ბოლოს გემოვნებით წიწაკა და მარილი დავუმატოთ.

 

 

ვაზის ფოთოლში შეხვეული ტოლმა შეფ- მზარეული ნინო წენგუაშვილის რეცეპტით

ინგრედიენტები :

1 კგ საქონლის ხორცი

300 გრ.ღორის ხორცი

120 გრ.ბრინჯი

5-6 თავი ხახვი (საშუალო ზომის)

1 კონა ქინძი

რამოდენიმე ღერი ტარხუნა

5-6 კბილი ნიორი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

ვაზის ფოთოლი

მომზადების წესები :

შერეული ხორცი, ხახვი ქინძი,ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.ფარშს დავუმატოთ ბრინჯი,წიწაკა,მარილი,1/2 ჭიქა წყალი.

გამზადებული ვაზის ფოთლებს მოვაცალოთ ყუნწები, გავავლოთ ცხელ წყალში.ვაზის ფოთოლში ჩავდოთ ხორცის ფარშის ნაზავი და გადავახვიოთ.

ასევე მოგეწონებათ კომბოსტოს ფურცელში შეხვეული ტოლმის რეცეპტი.

ტოლმები მჭიდროთ ჩავალაგოთ ქვაბში და ქვაბის ძირზე,ფენებს შორის ჩავაფინოთ ტარხუნის ღეროები,მოვაყაროთ ცოტა მარილი,დავაფაროთ თეფში, დავადოთ ქვა,ჩავასხათ წყალი(წყალი უნდა ფარავდეს ტოლმას),დავაფაროთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე მოვხარშოთ.

სუფრაზე მისატანად დავალაგოთ თეფშზე ,ფიალით მივიტანოთ მაწონი შეზავებული ნივრით.