Kalam_dolmasi_Azerbaijan
5/5

კომბოსტოს ტოლმა ქართულად

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები  :

1 ცალი კომბოსტო

500 გრ.შერეული ფაში

80 გრ.ბრგვალი ბრინჯი

40 მლ ზეთი

2 დიდი ზომის ხახვი

2 -3 დიდი ზომის პამიდორი

3-4 კბილი ნიორი

3- 4 ცალი დაფნის ფოთოლი

4 ს.კოვზი არაჟანი

1,5 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1,5 ჩ,კოვზი ხმელი სუნელი

1 კონა პიტნა

1 კონა ტარხუნა

პილპილი და მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

ბრინჯი  ნახევრად  მოვხარშოთ მარილიან წყალში.

ხახვი წვრილად დავჭრათ და ზეთში მოვშუშოთ.

ფარშს შევურიოთ ბრინჯი,მოშუშული ხახვი,დანაყილი ნიორის ნახევარი,სუნელები,მარილი და წიწაკა გემოვნებით.

ავადუღოთ წყალი,ჩავყაროთ მარილი,10 წუთით მოვათავსოთ კომბოსტო.

კომბოსტოს ფოთლებს  მოვაცილოთ.მაგარი ნაწილები და ძარღვები ავათალოთ,ისე რომ ფოთოლი არ დავაზიანოთ.

თითოეულ ფოთოლში ჩავდოთ 1 სუფრის კოვზი ფარში და შევახვიოთ.

პამიდორს კანი მოვაცალოთ და გავხეხოთ ან დავაბლენდეროთ.დავუმატოთ დანაყილი ნიორის მეორე ნახევარი, დაფნის ფოთოლი,არაჟანი,სუნელები ,წიწაკა  და მარილი გემოვნებით.ბოლოს დავუმატოთ 2 ჭიქა წყალი.

პიტნა და ტარხუნა დავჭრათ წვრილად.

კომბოსტოს მორჩენილი ფოთლები ჩავაფინოთ ქვაბის ძირში და ზემოდან დაბალაგოთ ფენებად ტოლმები.

ფენებს შორის მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ტარხუნა და პიტნა.

 ასევე მოგეწონებათ ვაზის ფოთოლში შეხვეული ტოლმის რეცეპტი.

სურვილისამებრ შეგვიძლია  ,რომ ტარხუნა და პიტნა ფარშსაც დავუმატოთ.

დავასხათ პამიდვრისა და არაჟნის ნარევი . დავახუროთ  თეფში და ზემოდან დავდოთ სიმძიმე.

კერძი მოვამზადოთ დაბალ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში.

 

 

 

 

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here