ქლიავის სოუსი ჩატნი – ინდური სამზარეულო

ინგრედიენტები სოუსი ჩატნისათვის:

150 გრ.ქლიავი

1 ვაშლი

1 ხახვი

3 კბილი ნიორი

დარიჩინის ჯოხი

8 გრ.ნედლი ჯანჯაფილი

2 გრ.ბაჰარი ( დაფქული)

1 გრ.წითელი წიწაკა დაფქული

20 მლ.ვაშლის ძმარი

75.გრ.შაქარი

5 გრ.მარილი

2გრ.შავი წიწაკა

 

მომზადების წესები :

ვაშლი გავთალოთ,გავყოთ 4 ნაწილად.

გავახუროთ ტაფა.

ხახვი გავფცქვნათ და გავყლოთ 6 ნაწილად.

ნიორი  დავჭრათ წვრილად.

ჯანჯაფილი გავთალოთ და გავხეხოთ.

გახურებულ ტაფაზე დავაწყოთ ვაშლი,ქლიავი,ხახვი,ჯანჯაფილი,ნიორი დავასხათ 60 მლ. წყალი და დაბალ ცეცხლზე ჩაითუშოს.

ჩატნის დავუმატოთ სუნელები:დარიჩინის ჯოხი,წითელი და შავი წიწაკა,დაფქული ბაჰარი,შაქარი,მარილი და მოვასხათ ძმარი.სოუსი ჩატნი მოვამზადოთ 40 წუთი დაბალ ცეცხლზე.მომზადებული სოუსიდან ამოვიღოთ დარიჩინის ჯოხი და დავაბლენდეროთ.

სოუსი მივირთვათ გამომცხვარ ღორის ხორცთან ერთად.

 

ტკბილი ფლავი შავი ქლიავის ჩირით

ინგრედიენტები :

ბრინჯი 200 გრ

გარგრის ჩირი 50 გრ

შავი ქლიავის ჩირი 50 გრ

შაქარი ან თაფლი 100 გრ

ზეთი  75 გრ

კარაქი 75 გრ

ვაშლი ან კომში სურვილისამებრ

მომზადების წესები :

ბრინჯი გავრეცხოთ,დავყაროთ ქარალდის ხელსახოცზე,რომ შეშრეს.

წყალში ჩავასხათ ზეთი,ჩავყაროთ ერთი სუფრის კოვზი შაქარი ,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.

წყალი ორჯერ მეტი უნდა იყოს,ვიდრე ბრინჯი.

ადუღებულ წყალში ჩავყაროთ ბრინჯი და მოვხარშოთ თავდახურულ ჭურჭელში.

გარგრის,შავი ქლიავის  ჩირი,ქიშმიში ჩავალბოთ წყალში,შევამშრალოთ ქაღალდით.

ჩირი დავჭრათ .

ცალკე ღრმა ტაფაზე გავადნოთ კარაქი,დავაყაროთ 2 ს.კოვზი შაქარი,დაჭრილი ჩირი.ქიშმიში,გამუდმებით ვურიოთ, რომ არ დაიწვას. ქიშმიშის მარცვლები  და ჩირი გაიბერება და შაქარში კარამელიზირდება.

მოხარშულ ბრინჯს ( ქვაბში წყალი დაშრება) დავუმატოთ  დარჩენილი შაქარი ან თაფლი გემოვნებით ,ჩირი,ქიშმიში, დაჭრილი ვაშლი და კომში სურვილისამებრ,დავასხათ  დარჩენილი ზეთი.თუ წყალი ძალიან დამშრალია,დავასხათ წყალი 150-200 მლ და ისევ შემოვდგათ ცეცხლზე,დავახუროთ ჭურჭელს თავი და გავაჩეროთ გაზზე  ხილის ჩარბილებამდე.

 

 

 

ღუმელში გამომცხვარი ღორის ხორცი ქლიავით

ინგრედიენტები :

1,5 კგ ღორის ხორცი რბილი ( შეიკა)

20 მლ.ტომატ -პასტა ( 1 ს.კოვზი)

300 გრ.ქლიავი

25 გრ.შაქარი ( 1 ს.კოვზი)

3 გრ.დაფქული ქინძი ( 1 ჩ.კოვზი)

5 გრ.პაბრიკა ( 1 .კოვზი)

3 გრ.შავი დაფქული წიწაკა

60 მლ.სოიოს სოუსი ( 3 ს.კოვზი)

25 მლ.ზეთი ( 1 ს.კოვზი)

7-8 ცალი ნიგოზი

ინგრედიენტები სოუსი ჩატნისათვის :

150 გრ.ქლიავი

1 ვაშლი

1 ხახვი

3 კბილი ნიორი

დარიჩინის ჯოხი

8 გრ.ნედლი ჯანჯაფილი

2 გრ.ბაჰარი ( დაფქული)

1 გრ.წითელი წიწაკა დაფქული

20 მლ.ვაშლის ძმარი

75.გრ.შაქარი

5 გრ.მარილი

2გრ.შავი წიწაკა

მომზადების წესები :

ტომატ პასტა,სოიოს სოუსი,ზეთი,შაქარი,ხმელი ქინძი,პაპრიკა,შავი დაფქული წიაკა შევურიოთ ერთმანეთს ,წავუსვათ ხორცს ,გადავაფაროთ პლასტიკი და დასამარინადებლად შევდოთ 1 საათი მაცივარში.

ქლიავიდან გამოვიღოთ კურკა და ჩავდოთ მასში ნიგოზის ლებანი.

ღორის ხორცის   რბილი დანით ჩავჭრათ და სიგრძეზე ჩავალაგოთ ნიგვზიანი ქლიავები.

ღორის ხორცი, 10 ცალი ქლიავი შევახვიოთ ფოლგაში და შევწვათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 1 საათი.

 

სოუსი ჩატნის მომზადება :

ვაშლი გავთალოთ,გავყოთ 4 ნაწილად.

გავახუროთ ტაფა.

ხახვი გავფცქვნათ და გავყლოთ 6 ნაწილად.

ნიორი  დავჭრათ წვრილად.

ჯანჯაფილი გავთალოთ და გავხეხოთ.

გახურებულ ტაფაზე დავაწყოთ ვაშლი,ქლიავი,ხახვი,ჯანჯაფილი,ნიორი დავასხათ 60 მლ. წყალი და დაბალ ცეცხლზე ჩაითუშოს.

ჩატნის დავუმატოთ სუნელები:დარიჩინის ჯოხი,წითელი და შავი წიწაკა,დაფქული ბაჰარი,შაქარი,მარილი და მოვასხათ ძმარი.სოუსი ჩატნი მოვამზადოთ 40 წუთი დაბალ ცეცხლზე.მომზადებული სოუსიდან ამოვიღოთ დარიჩინის ჯოხი და დავაბლენდეროთ.

ღორის ხორცი დავჭრათ ნაჭრებათ,მოვასხათ სოუსი ჩატნი და ირგვლივ მოუწყოთ დაჭრილი ბულგარული,პომიდორი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა,ქინძი.