5
5/5

ტკბილი ფლავი შავი ქლიავის ჩირით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

ბრინჯი 200 გრ

გარგრის ჩირი 50 გრ

შავი ქლიავის ჩირი 50 გრ

შაქარი ან თაფლი 100 გრ

ზეთი  75 გრ

კარაქი 75 გრ

ვაშლი ან კომში სურვილისამებრ

მომზადების წესები :

ბრინჯი გავრეცხოთ,დავყაროთ ქარალდის ხელსახოცზე,რომ შეშრეს.

წყალში ჩავასხათ ზეთი,ჩავყაროთ ერთი სუფრის კოვზი შაქარი ,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.

წყალი ორჯერ მეტი უნდა იყოს,ვიდრე ბრინჯი.

ადუღებულ წყალში ჩავყაროთ ბრინჯი და მოვხარშოთ თავდახურულ ჭურჭელში.

გარგრის,შავი ქლიავის  ჩირი,ქიშმიში ჩავალბოთ წყალში,შევამშრალოთ ქაღალდით.

ჩირი დავჭრათ .

ცალკე ღრმა ტაფაზე გავადნოთ კარაქი,დავაყაროთ 2 ს.კოვზი შაქარი,დაჭრილი ჩირი.ქიშმიში,გამუდმებით ვურიოთ, რომ არ დაიწვას. ქიშმიშის მარცვლები  და ჩირი გაიბერება და შაქარში კარამელიზირდება.

მოხარშულ ბრინჯს ( ქვაბში წყალი დაშრება) დავუმატოთ  დარჩენილი შაქარი ან თაფლი გემოვნებით ,ჩირი,ქიშმიში, დაჭრილი ვაშლი და კომში სურვილისამებრ,დავასხათ  დარჩენილი ზეთი.თუ წყალი ძალიან დამშრალია,დავასხათ წყალი 150-200 მლ და ისევ შემოვდგათ ცეცხლზე,დავახუროთ ჭურჭელს თავი და გავაჩეროთ გაზზე  ხილის ჩარბილებამდე.

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here