ინგრედიენტები :
250 გრ.სოკო
1 ცალი სტაფილო
50 გრ.ჟელატინი(საკონდიტრო)
ოხრახურშის ფოთლები
1 თავი თეთრი ხახვი
175 მი.წყალი
მარილი და შავი პილპილის მარცვლები გემოვნებით
მომზადების წესები :
თასში ჩავყროთ ჟელატინი და ვადასხათ წყალი.გავაჩეროთ 15-20 წუთი.ჟელატინი აფუვდება.
სტაფილო დავჭრათ რგოლებად,ხახვი შუაზე გავჭრათ ,დავასხათ წყალი,მოვაყაროთ მარილი, და მოვხარშოთ.
ნახარში გადავწუროთ ხახვი ამოვიღოთ და ცალკე თასში მოვათავსოთ მოხარშული სტაფილო.
სუფთა წვენში გავხსნათ აფუებული ჟელატინი და ნახარში წამოვადუღოთ,მოვაყაროთ წიწაკა.
სოკო დავჭრათ და ცალკე ქვაბში მოვხარშოთ. ხარშვისას დავამარილოთ.ნახარში გადავწუროთ და სოკო ცალკე თასში მოვათავსოთ. სოკოს სუფთა ბულიონში გავხსნათ დაჩენილი ჟელატინი,დავამარილოთ,ჩავყაროთ წიწაკა და წვენი წამოვადუღოთ.
ფორმის ძირში დავაწყოთ მოხარშული სტაფილოს რგოლები(პირველი ფენა),დავალაგოთ მწვანილის ფოთლები,დავასხათ ჟელატინიანი სტაფილოს ნახარში და მაცივარში 15 წუთი შევდოთ.გამოვიღოთ მაცივრიდან.ლაბას პირველ ფენაზე დავაწყოთ სოკო,ოხრახურშის ფოთლები,მოვასხათ სოკოს ბულიონი,და შევდოთ მაცივარში.
ლაბას ე.წ . ხალადეცის რეცეპტი.
ლაბა თუ ფორმიდან ძნელად გადმოდის,მაშინ 30 წამი ფორმა მოვათავსოთ მდუღარე წყალში.