33333333333333333333333333333333333333
5/5

თევზი ნიგვზის ბაჟეში

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები:

1 კგ თევზი(ორაგული,სკუმბრია,კამბალა)

400 გრ.ნიგოზი

1ჩ.კოვზი უცხო სუნელი

1 კონა ქინძი

1/4 ჩ.კოვზი ყვითელი ყვავილი

2-3 კბილი ნიორი

ნახ ბროწეულის მარცვლები

მარილი,დაფქული წითელი წიწაკა  გემოვნებით

წყალი  იმის მიხედვით რა სისქის სოუსი გვინდა

ცოტა ქინძი

მომზადების წესები :

გასუფთავებულ თევზი ნაჭრებად  შევწვათ და ზედმეტი ცხიმი ხელსახოცით მოვაშოროთ.

ნიგოზი 2 -ჯერ გავატაროთ ხორცსაკეპში წვრილი ბადით ან დავაბლენდეროთ.

ნიორი დავჭყლიტოთ ან დავნაყოთ მარილთან ერთად.

გატარებული ნიგოზი,ნიორი,სუნელები ,მარილი მოვათავსოთ ემალის ქვაბში,დავასხათ 1 ს.კოვზი ცივი წყალი ,ხელისგულით ღონივრად ვზილოთ თასის ფსკერზე  დაახლოებით 20 წუთი  .ნაზავს დავასხათ წყალი და სასურველ სისქემდე გავათხელოთ.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ბაჟეს სოუსს  ამზადებს ცხელი წყლით .

შემწვარი თევზს  მოვასხათ ბაჟე  და ნიგვზის ზეთი.ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ბროწეულის მარცვლები.

თევზის ნიგვზიან ბაჟეს ძალიან უხდება ქინძი.თუ სურვილი გვექნება,მწვანილი წვრილას დავჭრათ და მოვაყაროთ ბაჟეს.

ბევრი დიასახლისისათვის რთულია ნიგვზისათვის ზეთის გამოხდა,მაშინ ნიგოზი ნიორთან,სუნელებთან ერთად დავაბლენდეროთ.

ზეთი კი შემდეგნაირად  მოვამზადოთ.ტაფაზე დავასხათ ზეთი და ტომატ- პასტა მოვხრაკოთ.განუწყვეტლივ ვურიოთ,რომ არ დაგვეწვას.ტომატ- პასტა გავწუროთ  და ზეთი მოვასხათ ბაჟეს.

4+

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here