ბრიოში – ფრანგული ფუნთუშა

ინგრედიენტები ხაშისათვის :

1 სუფრის კოვზი საფუარი

¼ ჭიქა რძე

2 სუფრის კოვზი ფქვილი

ინგრედიენტები ცომისათვის :

1 1/2 ჭიქა ფქვილი

2 სუფრის კოვზი შაქარი

1/4 ჩ.კოვზი მარილი

2 სუფრის კოვზი რძე

2 კვერცხი

6 სუფრის კოვზი  უმარილო კარაქი ოთხის ტემპერატურის

მომზადების წესები :

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და ფქვილი ,დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ 30 წუთი.

ფქვილში შევურიოთ მარილი,შაქარი,დავასხათ რძე,დავუმატოთ კვერცხი, შევურიოთ ხაში.მოვზილოთ ცომი.

ცომს შევაზილოთ ოთხის ტემპერატურაზე  დარბილებული კარაქი ,გადავაფაროთ პლასტიკი და გავაჩეროთ ასაფუებლად 1-2 საათი.

გაორმაგებული ცომი ზეთიანი ხელებით მსუბუქად ჩავზილოთ,ისევ პლასტიკი გადავაფაროთ და შევდოთ მაცივარში 8-10 საათი.ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან,მივცეთ მოგრძო ფორმა,გავყოთ 6 ნაწილად,მივცეთ ისეთი ფორმა,როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები,ჩავდოთ ფორმებში ,ზემოდან წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში.

ჩავდოთ სილიკონიას ან მეტალის ფორმებში.მეტალს მოვუსვათ ცხიმი.

გამომცხვარი ბრიოშები 10 წუთი გავაჩეროთ ფორმებში და შემდეგ დავალაგოთ ლანგარზე.