ინგრედიენტები ცომისათვის:
10 კვერცხის ცილა
7 კვერცხის გული
6 სუფრის კოვზი შაქარი
1 ჭიქა ფქვილი
მომზადების წესები :
ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე.
კვერცხის გულები და ცილა გავაცალკავოთ.
კვერცხის ცილაში ჩავყაროთ მწიკვი მარილი და 3 ს.კოვზ შაქრთან ერთად მოვამზადოთ ბეზე.ვთქვიფოთ მიქსერით.
ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები გათეთრებამდე 3ს.კოვზ შაქართან ერთად.
გოგლიმოგლში ხის კოვზით ან ნიჩბით შევურიოთ ბეზე.
ფქვილს შევურიოთ შაქრიანი ვანილი და ხის კოვზით ან კულინარიული ნიჩაბით ნაზად შევურიოთ კვერცხიან მასას
ულუფობით, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით.დიდხანს არ ამოვურიოთ,რომ ცომიდან არ გამოვდენოთ ჰაერის ბუშტუკები.
ბისკვიტის ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და თავის დიამეტრი უნდა იყოს 2 სანტიმეტრი.
დავსვათ ცხიმწასმულ ქაღალდზე ერთნაირი ზომის და ფორმის ბურთულები.გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 15-20 წუთი.
კარგად გაციებული ბურთულები ავაცილოთ ქაღალდიდან და ორი ცალი მივაწებოთ კრემით.
კრემი :
75 მლ.წყალი
143 გრ.შაქარი
55 გრ.შედედებული რძე
235 გრ.კარაქი
მომზადების წესები :
წყლისა და საქრისგან მოვამზადოთ სიროფი.სიროფი მოვადუღოთ 110 გრადუსზე,შევურიოთ შედედებული რძე და გავაგრილოთ.
ავთქვიფოთ კარაქი და შევურიოთ თხევადი მასა მიქსერით.კრემი
ზემოთა ნაწილი დავნამოთ ჩვენთვის სასურველი სიროფით და ნამცხვარი რომ არ დაგვეშალოს გავაჩეროთ ერთი საათი.შემდეგ კი ზედა ნაწილი ამოვსვაროთ შოკოლადის მინანქარში ან გავაფორმოთ სურვილისამებრ.