ინგრედიენტები :
2 კგ.ლეღვი
1,600 გრ.შაქარი
6 ცალი მიხაკის ბუტკო
1 ნაჭერი ლიმონი
3 -4 ჩ.კოვზი ბალზამიკოს ძმარი თუ სურვილი გვაქვს
მომზადების წესები ;
მურაბის მოსამზადებლად შევარჩიოთ მკვრივი და პატარა ზომის ლეღვები.
გარეცხილი ლეღვი დავჩხვლიტოთ, დავაწყოთ თუშფალანგზე, რომ დაიწრიტოს,ჩავაწყოთ ქვაბში და ფენა-ფენა დავაყაროთ შაქარი და გავაჩეროთ რამოდენიმე საათი, რომ წვენი გამოვიდეს.
ქვაბი დავადგათ საშუალო ცეცხლზე,როგორც კი ადუღდებ, ცეცხლს დავუწიოთ და ვხარშოთ 10 წუთი.გადმოვდგათ ცეცხლიდან,გადავაფაროთ პირსახოცი და სიროფში 8-10 საათი გავაჩეროთ.
ამ დროს გავლის შემდეგ ისევ ვადუღებთ 10 წუთი,ვუმატებთ ნახევარი ლიმონის ცედრას და 1 ნაჭერ ლიმონს , ,მიხაკის ბუტკოს და ისევ ვაჩერებთ სიროფში 8-10 .
მესამედ ვადუღებთ 10-15 წუთი,ჩავასხამთ სტერილურ ქილებში,მოვხუფავთ,გადმოვაბრუნებთ,შევახვევთ პირსახოცში გაცივებამდე და . შევინახავთ გრილ ადგილას.