ინგრედიენტები :
ნესვი (თესლისა და ქერქის გარეშე) – 1 კგ
შაქარი – 1 კგ
ლიმონი – 1 ც.
წყალი – 1 ჭიქა
დარიჩინი – 2 ჯოხი
კონიაკი – 2 ს.კ.
მომზადების წესები :
ნესვი დავჭრათ კუბებად.
დაჭრილ ნესვს დავაყაროთ 500 გრ. შაქარი, მოვასხათ კონიაკი და გავაჩეროთ 1-2 საათი წვენის გამოსაშვებლად.
ლიმონი გავწუროთ.
500 გრ. შაქარს დავასხათ წყალი,ლიმონის წვენი და მოვადუღოთ სიროფი.
ცხელ სიროფში ჩავყაროთ ნესვის ნაჭრები, ჩავასხათ წვენი და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 15 -20 წუთი და გავაჩეროთ მთელი ღამე.
ნესვის ნაჭრები ამოვიღოთ მურაბიდან დაცხრილული კოვზით.
მურაბის წვენი წამოვადუღოთ, შემდეგ ჩავყაროთ ნესვის ნაჭრები და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ მოხარშვამდე.
სტერილურ ქილებში ჩავასხათ მურაბა. თითოეულში ჩავდოთ ერთი დარიჩინის ჯოხი და მოვხუფოთ.