ინგრედიენტები :
ბისკვიტი
4 კვერცხი
120 გრ.ფქვილი
120 გრ.შაქარი
2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი
(თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი არ უნდა)
სიროფი დასანამად :
100 გრ.წყალი
100 გრ. შაქარი
15 გრ. კონიაკი
კრემი შარლოტი:
ნაღების კარაქი-200 გრ
170 გრ.შაქარი
10 გრ.ვანილიანი შაქარი
125 მლ.რძე
15 გრ.კონიაკი
2 კვერცხის გული
10 გრ.კაკაო
მომზადების წესები :
ღუმელი გავახუროთ 160-170 გრადუსზე.ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი და წავუსვათ კარაქი.
ფქვილს დავუმატოთ გამაფხვიერებელი და გავცრათ.
კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მიქსერით მყარ პიკამდე,ნელ-ნელა ჩავამატოთ შაქარი,თან ვთქვიფოთ.კვერცხის გული თითო-თითოდ ჩავყაროთ და თან ვთქვიფოთ, ნიჩაბით შევურიოთ ფქვილი და ჩავასხათ ფორმაში.გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი.
სიროფის მომზადება:შაქარს დავასხათ ადუღებული წყალი,ჩავასხათ შიგნით კონიაკი.
კრემის მომზადება:
კვერცხის გულები ავთქვიფოთ,დავასხათ რძე,დავუმატოთ შაქარი,ვანილიანი შაქარი,მოვურიოთ და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.განუწყვეტლივ ვურიოთ,მივიყვანოთ შესქელებული რძის კონსისტენციამდე.რომ ადუღდება,ცეცხლზე გავაჩეროთ 5 წუთი,გადმოვდგათ,საცერში გავატაროთ და გავაციოთ.
ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული ნაღების კარაქი ავთქვიფოთ ,წვეთ -წვეთობით ჩავასხათ თხევადი მასა,დავუმატოთ კაკაო და თან ვთქვიფოთ.
ბისკვიტს ზედა უსწორმასწორო ნაწილი ავაჭრათ,ღუმელში გამოვაშროთ და დავფქვათ.
ბისკვიტი გავყოთ 3 ნაწილად ,დავნამოთ,თითოეულ ფენას წავუსვათ კრემი,გვერდებზე მოვაყაროთ ნაფჩხვენები და ზემოდან გავაფორმოთ სურვილისამებრ.