ინგრედიენტები შოკოლადის ბისკვიტისათვის ;
2 კვერცხი
40 გრ.შაქარი
50 გრ.ფქვილი
10 გრ.კაკაოს ფხვნილი
მწიკვი მარილი
მომზადების წესები :
ფქვილში შევურიოთ კაკაო.
ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე.
კვერცხის გულები და ცილა გავაცალკავოთ.
კვერცხის ცილაში ჩავყაროთ მწიკვი მარილი და 20 გრ. შაქრთან ერთად მოვამზადოთ ბეზე,ვთქვიფოთ მიქსერით.
ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები გათეთრებამდე 20 გრ. შაქართან ერთად.
გოგლიმოგლში ხის კოვზით ან ნიჩბით შევურიოთ ბეზე.
ფქვილი კაკაოსთან ერთად ხის კოვზით ან კულინარიული ნიჩაბით ნაზად შევურიოთ კვერცხიან მასას ულუფობით, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით.დიდხანს არ ამოვურიოთ,რომ ცომიდან არ გამოვდენოთ ჰაერის ბუშტუკები.
18 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი.ფორმას ცხიმი მოვუსვათ გვერდებზე და ფსკერზე.
ბისკვიტს ვაცხობთ 25 წუთი 180 გრადუსზე.
სანამ ცხვება ბისკვიტი მოვამზადოთ დასანამი სიროფი.
25 მლ წყალი
25 გრ.შაქარი.
ქვაბში ჩავასხათ წყალი,ჩავყაროთ შაქარი და მოვადუღოთ სიროფი.
სიროფი გავაგრილოთ.
მოვამზადოთ პროფიტროლები( მცირე ზომის შუ).
შუს ანუ პროფიტროლების რეცეპტი
ი ამოვავსოთ მარილიანი კარამელის კრემით.
ინგრედიენტები კარამელის კრემისათვის:
150 გრ.დარბილებული კარაქი
250 გრ.კარამელი
ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე, შევათქვიფოთ კარამელი.
შოკოლადის სუფლე:
450 გრ.შაქარი
225 გრ.ნაღების კარაქი
195 მლ.წყალი
162 გრ.კვერცხის ცილა
150 გრ.შედედებული რძე
40 გრ.კაკაოს ფხვილი
2 გრ.ლიმონის მჟავა
30 გრ.ჟელატინი დარბილებული 150 მლ წყალში
30 გრ.ჟელატინს დავასხათ 150 მლ.ოთახის ტემპერატურის წყალი და გავაჩეროთ 20 წუთი.
კარაქი,კაკაო და შედედებული რძე ერთად ავთქვიფოთ მიქსერით.
წყალი,შაქარი და ვანილიანი შაქარი ერთმანეთში შევურიოთ და მოვადუღოთ სიროფი
იტალიური მერენგას მოსამზადებლად.სიროფის წვეთი ჩავსხათ წყალში.თუ რბილი ბურთულა გაჩნდა,სიროფი მზადაა.
ცალკე ვათქვიფოთ კვერცხის ცილა და მზა სიროფი წვრილი ჭავლით ჩავასხათ,თქვეფა არ შევაჩეროთ. ვთქვიფოთ მერენგას გაგრილებამდე.შემდეგ ჩავამატოთ თქვეფის შეუჩერებლად ორთქლის აბაზანაზე გამდნარი ჟელატინი და კაკაოს კრემი.
მოვამზადოთ საცხობი ფორმა.ავიღოთ 20 სმ დიამატრის ფორმა.
გავჭრათ მუშამბის”კლიონკის”საქაღალდე და ფორმა ავამაღლოთ ისე,როგორც
ეს სურათზე არის ნაჩვენები.
ფორმაში ჩავასხათ შოკოლადის 1/3 სუფლე და 15 წუთი შევდოთ საყინულეში.
გამოვიღოთ საყინულედან დავალაგოთ პროფიტროლებით(10-15 მოვიტოვოთ ზემოდან გასაფორმებლად).
დავასხათ დარჩენილი სუფლე და ჩავდოთ კაკაოს სიროფით დანამული ბისკვიტი.
ფორმა ტორტით შევდოთ მაცივარში მინიმუმ 6-8 საათი.
ტორტს ფორმა შემოვხსნათ,დავაფაროთ სინი და გადმოვაბრუნოთ.
ტორტს ზემოდან მოვასხათ შოკოლადის მინანაქარი,დავალაგოთ შუები და კენკროვანი ხილი მარწყვი,ჟოლო
მოცხარი,მაყვალი.