ნადირობა შეუჩერებელი ლტოლვაა. ის სხვადასხვა პროფესიის ადამიანების დამახასიათებელი გატაცება გახლავთ – ხელოსნებიდან დაწყებული, აკადემიკოსებითა და მწერლებით დამთავრებული. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ „ნადირობაში“ ფრინველისა თუ ცხოველისაგან ტყავისა და ხორცის მოპოვებას გულისხმობდნენ, თუმცა მისი თანამედროვე აღქმა საგრძნობლად შეიცვალა.
შეიძლება ითქვას, რომ ნადირობა სპორტის სახეობაა. იგი ავითარებს იმავე თვისებებს, რასაც- სპორტი: ამტანობას, დაკვირვებას, რეაქციის სისწრაფეს… მოკლედ, ნადირობა ადამიანს უფრო ჯანმრთელს ხდის.
იმისთვის, რომ გახდეთ მონადირე და არა ბრაკონიერი, უნდაიცოდეთ, რა გჭირდებათ ნადირობისთვის. ნადირობასაქართველოში, პირველყოვლისა, შესაბამისი ლიცენზიის აღებას გულისხმობს, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში მოქმედებს. მისი ფასი არც თუ ისე მაღალია და 10 ლარს შეადგენს. ამით თქვენ შეძლებთ, აგვისტოს ბოლო თვეებიდან მომდევნოწლის მარტის პირველ რიცხვებამდე ოფიციალური ნებართვით მიჰყოთ ხელი სანადი როპროცესს. გარდა ამისა, მოგიწევთ, გაიფორმოთ სანადირო თოფი, რომელსაც მაღაზიაში შეიძენთ დ ამაღაზიაშივე ჩააბარებთ შესაბამის უსაფრთხოების წესებს (მართვის მოწმობის გამოცდის მსგავსად). ჩვენთან, საქართველოში, ძირითადად, ფრინველებზე ნადირობენ. მტაცებელცხოველებზე ნადირობა, უმეტეს შემთხვევაში, აკრძალულია.
როდესაც ყველა ამ საკითხს მოაგვარებთ, დროა ეკიპირებაზეც იზრუნოთ. ყველაფრის ერთად შეძენაადვილი არარის და არც საჭიროა. უმჯობესია, ყველაფერი წელიწადის დროის შესაბამისად, თანდათა ნშეიძინოთ.
ტანისამოსი. ის ყოველთვის უნდა შეეფერებოდეს სეზონს. სასურველია, მსუბუქი ტანსაცმელი შეარჩიოთ. ზევიდან ჩასაცმელი ტანისამოსი უნდა იყოს წყალგაუმტარი და არ უნდა გიშლიდეთ მოძრაობას, წელს ქვევით კი – ბამბაზიით შეიმოსოთ. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ ვაზნებისთვის გამოყოფილი სპეციალური ჟილეტი!
ფეხსაცმელი: საზაფხულო ნადირობისთვის რეზინის ფეხსაცმელი უნდა იყოს ელასტიური, რბილი, მსუბუქი და სარჩულის გარეშე. ასეთი ფეხსაცმელი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. უნდა შეიძინოთ შედარებით დიდი ზომის რეზინის ჩექმა, რათა შალის წინდის ჩაცმა შეძლოთ. ზამთარში არ უნდა გამოიყენოთ რეზინის ჩექმა. ზამთარში ის შალის ჩექმით უნდა ჩაანაცვლოთ.
თავსაბურავი. შემოდგომასა და ზაფხულში, მზისგან თვალების დასაცავად, ნებისმიერი კეპიანი ქუდი გამოდგება. ზამთარში კარგია ტყავის გარსის მქონე ყურებიანი ქუდი, რომელიც თოვლს არ მიიკრავს.
გარდა ამისა, ნადირობისთვის მოსამზადებლად მონადირემ გარკვეული ნივთები უნდა იქონიოს. ამ ნივთთა სია პირობითია- საჭიროა კონკრეტული ვითარების და წელიწადის დროის გათვალისწინება, რათა არ დაგავიწყდეთ საჭირო და არ წაიღოთ ზედმეტი. ერთი რამ, რაც ყოველთვის თან უნდა გქონდეთ, აფთიაქის ყუთია. ის დიდ ადგილს არ იკავებს და შესაძლოა, ნებისმიერ დროს გამოგადგეთ თქვენ და თქვენ ირგვლივ მყოფთ.
ზოგადი ინფორმაცია სულ ეს იყო. შემდეგ სტატიებში ნადირობის სხვადასხვა ასპექტზე უფრო დეტალურად მოგითხრობთ. მანამდე კი იღბლიან ნადირობას გისურვებთ!