მარწყვის საზაფხულო წვნიანი სალათა

ინგრედიენტები :

400 გრ. მარწყვი

90 გრ. შაქარი

4 გრ. ბალზამიკოს  ძმრის კრემი

ნაღები

2 გრ. პიტნა

მომზადების წესები :

მოვადუღოთ სიროფი.

300 გრ.მარწყვი დავაბლენდეროთ და შევურიოთ სიროფი ( ცოტა მოვიტოვოთ).

100 გრ.მარწყვი  შუაზე გავჭრათ,მოვასხათ მოტოვებული სიროფი,ბალზამიკოს კრემი და დაჭრილი პიტნა,გავჩეროთ ცოტა ხანს დასამწნილებლად.

ღრმა თეფში ჩავასხათ  ტკბილი მარწყვის პიურე, ჩავყაროთ მარწყვი,ჩავდოთ ერთი სუფრის კოვზი ათქვეფილი ნაღები ( ან არაჟანი) და გავაფორმოთ პიტნით.

 

 

 

ბატკნის,ხბოს,ქათმის ხორცის ,სოკოს ჩაქაფული .

ჩაქაფული ქართული საგაზაფხულო კერძია.ჩვენ გთავაზობთ ამ შესანიშნავი კერძის კლასიკურ  და არატრადიციულ რეცეპტებს.

ბატკნის ხორცის ჩაქაფული

ინგრედიენტები:

2 კგ.ბატკნის ან ხბოს ხორცი

4-5 კონა ტარხუნა

3-4 პიტნის ტოტი (სურვილისამებრ)

3 კონა მწვანე ხახვი

2 კონა ქინძი

ნახ. ჭიქა წყალი

1 ჭიქა თეთრი ღვინო ( რქაწითელი)

მარილი გემოვნებით

10 ცალი ტყემალი ან 1 ჭიქა ალუჩა

2 ცალი მწვანე წიწაკა

მომზადების წესები :

ბატკნის ხორცი დავჭრათ . გაგრძელება >>>

ხბოს ხორცის ჩაქაფული

ინგრედიენტები:

2 კგ. ხბოს ხორცი

4-5 კონა ტარხუნა

3 კონა მწვანე ხახვი

2 კონა ქინძი

ნახ. ჭიქა წყალი

1 ჭიქა თეთრი ღვინო ( რქაწითელი)

მარილი გემოვნებით

ცოტა პიტნა ან წიწმატი თუ სურვილი გვაქვს

10 ცალი ტყემალი ან 1 ჭიქა ალუჩა

2 ცალი მწვანე წიწაკა ან გემოვნებით.

1 თავი მწვანე ნიორი

მომზადების წესები :

ხბოს გარეცხილი  ხორცი დავჭრათ ,ჩადოთ ქვაბში.

ქვაბის ძირზე ხორცი რომ არ მიიწვას ჩავასხათ ნახევარი ჭიქა წყალი,დავახუროთ თავსახური და მოვხარშოთ საკუთარ წვენში.

გაგრძელება >>>

ქათმის ხორცის ჩაქაფული

ინგრედიენტები:

2 კგ.ქათმის ხორცი

4-5 კონა ტარხუნა

3-4 პიტნის ტოტი (სურვილისამებრ)

3 კონა მწვანე ხახვი

ნახევარი თავი ხახვი

ცოტა კარაქი

2 კონა ქინძი

ნახ. ჭიქა წყალი

1 ჭიქა თეთრი ღვინო ( რქაწითელი)

მარილი გემოვნებით

10 ცალი ტყემალი ან 1 ჭიქა ალუჩა

2 ცალი მწვანე წიწაკა

მომზადების წესები :

ქათმის ხორცი დავჭრათ  და თავდახურულ ჭურჭელში მოვხრაკოთ ცოტა კარაქში და  წვრილად დაჭრილ ხახვში დაბალ ცეცხლზე. დავასხათ წყალი და  მოვხარშოთ.

მწვანილები ,მწვანე ხახვი  ახალი ნიორი წვრილად დავჭრათ და ერთმანეთში შევურიოთ.გაგრძელება>>>

სოკოს ჩაქაფული

ინგრდიენტები:

1 კგ.სოკო

1 კონა მწვანე ხახვი

3 თავი თეთრი ხახვი

1 მუჭა ტყემალი

100 გრ ტარხუნა

გაგრძელება>>>

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ინდაურის ხორცის ბულიონი

ინგრედიენტები :

2 კგ ინდაურის  ხორცი

1 სტაფილო

1 თავი ხახვი

1 ნიახურის  ძირი

2-3 ღერი ნიახური

1 ჩაის კოვზი  შავი წიწაკის მარცვალი 

2 კბილი ნიორი

3-4 ცალი კარტოფილი

3 სუფრის კოვზი ბრინჯი

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

გარეცხილ, გასუფთავებულ ინდაურს  დავასხათ ცივი წყალი და  მოვხარშოთ.როგორც კი წყალი ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ ,წარმოქმნილი ქაფი მოვხადოთ და ინდაური  მოვხარშოთ.

სანამ ინდაური იხარშება გავასუფთაოთ ნიახურის ძირები და სტაფილო,ორივე გავჭრათ სიგრძეზე და გაჭრილი მხრიდან მშრალ ტაფაზე  მსუბუქად შევწვათ.

კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ.

ბრინჯი გავრეცხოთ.

სტაფილო, ხახვი, ნიორი, ნიახურის ძირები შავი წიწაკის მარცვლები ჩავყაროთ ბულიონში , მოვხარშოთ და შემდეგ წვენიდან ამოვიღოთ.

მოხარშული ინდაური ამოვიღოთ წვენიდან, დავჭრათ ნაჭრებად ან გამოვაცალოთ ძვლები და ისე ჩავაბრუნოთ ბულიონში. ამ ეტაპზე წვენში ჩავყაროთ ბრინჯი და კარტოფილის ნაჭრები ჩავაწყოთ..გავაგრძელოთ კერძის მომზადება კარტოფილის და ბრინჯის  მოხარშვამდე. კერძი მომზადებამდე 3 წუთით ადრე  დავამარილოთ და მოვათავსოთ  ნიახური.

ხორცის ბულიონი

ინგრედიენტები :

1 კგ ძროხის  ძვლიანი ( ტვინიანი)  ხორცი

1 საშუალო ხახვი

ოხრახუშის პატარა ფესვი

1 დიდი სტაფილო

ნახევარი ბულგარული წიწაკა

3-4 შავი წიწაკა

მარილი (დაახლოებით 1 სუფრის კოვზი)

წყალი

მომზადების წესები :

ღუმელის ტაფას მოვასხათ ზეთი,დავაწყოთ ხორცის ნაჭრები და წინასწარ გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 10-15 წუთი.

ხორცი  ჩავდოთ ქვაბში,დავასხათ ორი ლიტრა წყალი და  საშუალო ცეცხლზე მოვხარშოთ.პერიოდულად მოვხადოთ ქაფი.

ხახვი  და სტაფილო სიგრძეზე გავჭრათ შუაზე,მშრა ტაფაზე მოვათავსოთ და მსუბუქად შევწვათ.

შემწვარი ბოსტნეული, დაჭრილი ბულგარული, მწვანილი, შავი წიწაკის მარცვლები, გადავიტანოთ ხორციან ქვაბში.წვენი დავამარილოთ.

ბულიონი 2 -2,5 ნახევარი ვხარშოთ  აუცილებლად ძალიან დაბალ ცეცხლზე, რომ მოდუღების შემდეგ გახდეს  გამჭვირვალე.

ბულიონი გავწუროთ,

ხორცს ძვლები მოვაშოროთ და  ჩავწყოთ  ბულიონში.

გრილი ბულიონი შევდოთ მაცივარში და ზემოდან მოყენებული ცხიმი კი  მოვაშოროთ.

მივირთვათ გემრიელად!

 

ქათმის ბულიონი ბრინჯით და კარტოფილით

ინგრედიენტები :

1,5 კგ სოფლის ქათამი ან ინდაურის  ხორცი

1 სტაფილო

1 თავი ხახვი

1 ნიახურის  ძირი

2-3 ღერი ნიახური

1 ჩაის კოვზი  შავი წიწაკის მარცვალი 

2 კბილი ნიორი

3-4 ცალი კარტოფილი

3 სუფრის კოვზი ბრინჯი

მარილი გემოვნებით

მომზადების წესები :

გარეცხილ, გასუფთავებულ ქათამს დავასხათ ცივი წყალი და  მოვხარშოთ.როგორც კი წყალი ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ ,წარმოქმნილი ქაფი მოვხადოთ და ქათამი მოვხარშოთ.

სანამ ქათამი იხარშება გავასუფთაოთ ნიახურის ძირები და სტაფილო,ორივე გავჭრათ სიგრძეზე და გაჭრილი მხრიდან მშრალ ტაფაზე  მსუბუქად შევწვათ.

კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ.

ბრინჯი გავრეცხოთ.

სტაფილო, ხახვი, ნიორი, ნიახურის ძირები შავი წიწაკის მარცვლები ჩავყაროთ ბულიონში , მოვხარშოთ და შემდეგ წვენიდან ამოვიღოთ.

მოხარშული ქათამი ამოვიღოთ წვენიდან, დავჭრათ ნაჭრებად ან გამოვაცალოთ ძვლები და ისე ჩავაბრუნოთ ბულიონში. ამ ეტაპზე წვენში ჩავყაროთ ბრინჯი და კარტოფილის ნაჭრები ჩავაწყოთ..გავაგრძელოთ კერძის მომზადება კარტოფილის და ბრინჯის  მოხარშვამდე. კერძი მომზადებამდე 3 წუთით ადრე  დავამარილოთ და მოვათავსოთ  ნიახური.

გოგრის კრემსუპი

ინგრედიენტები :

1 კგ გოგრა

1 სტაფილო

1 კარტოფილი

1 ხახვი

1-2 კბილი ნიორი

2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

45 მლ.ნაღები

1 ლიტრი წყალი ან ბულიონი

1/2 დაფქული მუსკატის კაკალი

100 გრ.პარმეზანი

1-2 სუფრის კოვზი ნაღები ზემოდან მოსასხმელად

მომზადების წესები :

გოგრა გავთალოთ ,გული თესლით გამოვუღოთ  და დავაჭრათ კუბებად.

სტაფილო გავთალოთ და დავჭრათ.

კარტოფილი გავთალოთ და დაჭრათ .

ქვაბში  ჩავასხათ ზეთუნის ზეთი,მოვშუშოთ ხახვი და ნიორი,ჩავყაროთ გოგრის,კარტოფილის და სტაფილოს ნაჭრები,დავასხათ წყალი ან ბულიონი,  45 მლ. ნაღები დავაბლენდეროთ,მოვადუღოთ,დავუმატოთ მარილი და მუსკატის კაკალი.

გოგრის კრემსუპს მოვასხათ ნაღები და მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი.

გემრიელიად მიირთვით!

 

 

ვეგეტარიანული “აკროშკა “

ინგრედიენტები :

1 ბოლოკი

4-5 კიტრი

3 კარტოფილი

7 კვერცხი

1 ლიტრა კეფირი

მწვანე ხახვი

მარილი

მომზადების წესები :

კარტოფილები მოვხარშოთ მარილიან წყალში და დავჭრათ 0,5 სმ-ის კუბებად.

ბოლოკი გავთალოთ.

მოვხარშოთ კვერცხი,ბოლოკი დავჭრათ 0,5 სმ-ის კუბებად.

მწვანე ხახვი დავჭრათ.

ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთში,მოვასხათ კეფირი,კარგად მოვურიოთ.მოვაყაროთ მარილი .გამოყენებამდე კერძი   3 საათით ადრე შევდოთ მაცივარში.

 

 

“აკროშკა” – სლავური სამზარეულოს უგემრიელესი საზაფხულო წვნიანი

ინგრედიენტები :

400 გრ. ქათმის ფილე

100 გრ. ხახვი

100 გრ.სტაფილო

200 გრ.ბოლოკი

299 გრ.კიტრი

400 გრ.კარტოფილი

3 კვერცხი

150 მლ.არაჟანი

1 ლიტრა ბულიონი

600 მლ.კეფირი ან მაწონი

1 ს.კოვზი მდოგვი

კამა

მწვანე ხახვი

ოხრახურში

შავი დაფქული წიწაკა

მარილი

მომზადების წესები :

მოვამზადოთ ბულიონი: მოვხარშოთ ქათმის ფილე ხახვთან და სტაფილოსთან ერთად. ბულიონი დავამარილოთ. პირველი წამოდუღებული წყალი გადავღვაროთ. ბულიონი გადავწუროთ.

კარტოფილები მოვხარშოთ მარილიან წყალში და დავჭრათ 0,5 სმ-ის კუბებად.

მოვხარშოთ კვერცხი და  ისიც დავჭრათ 0,5 სმ-ის კუბებად.

მოხარშული ქათმის ფილე,კიტრი და ბოლოკი ( გავთალოთ,რომ კერძი არ გაამწაროს) დავჭრათ 0,5 სმ-ის კუბებად.

მწვანე ხახვი,კამა და ოხრახურში დავჭრათ.

არაჟანი, ბულიონი და კეფირიან მაწონი ერთმანეთში შევურიოთ.წვენში ჩავყაროთ დაჭრილი ინგრედიენტები,მწვანილები და მოვაყაროთ მარილი.თუ სურვილი გვაქვს,დავუმატოთ შავი დაფქული წიწალა.    გამოყენებამდე კერძი   3 საათით ადრე შევდოთ მაცივარში.

 

 

 

 

 

 

 

საზაფხულო მარწყვის წვნიანი სალათა

ინგრედიენტები :

400 გრ.მარწყვი

90 გრ.შაქარი

2 გრ.პიტნა

ნაღები ან არაჟანი

2 გრ.მწვანე ბაზილიკი

4 გრ.ბალზამიკოს კრემი

მომზადების წესები :

მოვადუღოთ შაქრის სიროფი.

300 გრ.მარწყვი დავაბლენდეროთ და შევურიოთ შაქრის სიროფი ( ცოტა მოვიტოვოთ).

100 გრ.მარწყვი შუაზე გავჭრათ .მოვასხათ ბალზამიკოს კრემი, დარჩენილი სიროფი,მოვაყაროთ დაჭრილი პიტნა და მწვანე ბაზილიკი. მარწყვი ცოტა ხნით გავაჩეროთ დასამწნილებლად.

ღრმა თასში ჩავასხათ მარწყვის პიურე,ჩავყაროთ მარწყვები,გავაფორმოთ ათქვეფილი ნაღებით( ან არაჟანი) და პიტნის ფოთლებით.