კულიჩი – ქართული ტრადიციული რეცეპტი

ინგრედიენტები :

500 მლ.რძე

500 გრ.კარაქი

500 გრ.შაქარი

1ჩ.კოვზი მარილი

8 კვერცხი

1 კვერცხის გული ზემოდან მოსასმელად

250 გრ.ქიშმიში

1,5 -2 კგ.ფქვილი

0,5  ჭიქა ზეთი

3 ს.კოვზი საფუარი

1 ს.კოვზი დაფქული ჯავზი

1 ს.კოვზი დაფქული ილი

0,5 ჩ.კოვზი მიხაკ-დარიჩინი

 

მომზადების წესები :

მოვამზადოთ ხაში:2 ს.კოვზი შაქარი გავხსნათ თბილ რძეში. 150 გრ.ფქვილს ავურიოთ საფუარი და დავასხათ ტკბილი  რძე.მოვზილოთ  ძალიან თხელი ცომი , გადავაფაროთ ტილო და დავდოთ ასაფუებლად.

კარაქი,მარილი და შაქარი ავთქვიფოთ,შევათქვიფოთ კვერცხები და შემდეგ დავუმატოთ სანალებლები.

გათქვეფილ მასას შევურიოთ აფუებული ხაში,შევაზილოთ ფქვილი,მოვზილოთ  კარგად ნაზი ცომი,გადავაფაროთ,დავდოთ თბილ ადგილას და დაველოდოთ ამოფუებას.

ამოსული ცომი ზეთიანი ხელებით ორჯერ ჩავზილოთ და კვლავ დავდოთ ასაფუებლად.

მესამედ აფუებულ ცომს დავუმატოთ ქიშმიში,ჩავდოთ ქაღალდჩაფენილ,ცხიმწასმულ  ფორმებში 2/3 სიმაღლეზე გადავაფაროთ და კვლავ დაველოდოთ ფორმებში ცომის ამოსვლას.

ამოსულ ცომს ფუნჯით გადავუსვათ გთქვეფილი კვერცხის გული ( გახსნილი ერთ სუფრის კოვზი რძე) და საშუალო ცეცხლზე გამოვაცხოთ.

 

 

 

თურქული ფუნთუშა – უცხოური სამზარეულო

ფუნთუშები, რომლებსაც “აჩმას” უწოდებენ, თურქული სამზარეულოს კლასიკაა.  ამ უგემრიელის ფუნთუშას  ამზადებენ მარტივად და სწრაფად.

ინგრედიენტები:

500 მლ.რძე

12 გრ.საფუარი

3 სუფრის კოვზი შაქარი

100 მლ.ზეთი

700-400 გრ.ფქვილი

მწიკვი მარილი

1კვერცხი ცომისათვის+ 1 კვრცხის გული ზემოდან წასასმელად

100 გრ.კარაქი

მომზადების წესები :

ფქვილი გავცრათ.

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და შაქარი, დავუმატოთ კვერცხი,ზეთი და მარილი,მოვაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

ცომს გადავაფაროთ საკვების შესაფუთი პარკი და ერთი საათი დაველოდოთ აფუებას.

ამოსული ცომი დავყაოთ გუნდებად.

ერთი ფუნთუშის  მოსამზადებალდ დაგვჭირდება 2 ცალი გუნდა.

გუნდები გავაბრტყელოთ, წავუსსვათ დარბილებული კარაქი და გადავახვიოთ.

ფუნთუშებს წავუსვათ კვერცხის გული,

მოვაყაროთ შავი ქუნჟუთის მარცვლები, გავაჩეროთ 10 წუთი და გამოვაცხოთ 200 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 20 წუთი.

 

 

 

ამერიკული ბლითების ” დანკინ დონატსები” რეცეპტი

ინგრედიენტები ( 15 ცალისთვის) :

0,5 ჭიქა შაქრის პუდრა

2 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი

0,5 ჭიქა რძე

50 გრ კარაქი

2 ჭიქა ფქვილი

2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

1 კვერცხი

შოკოლადის მინანქრისთვის :

100 გრ შოკოლადი

3 ს.კ. ლ წყალი

1 ს.კ. ლ კარაქი

100 გრ. შაქარი

მომზადების წესები :

გავახუროთ  ღუმელი 200C- ზე.

თასში ავთქვიფოთ კვერცხი და შაქრის პუდრა, დავუმატოთ  ვანილის ექსტრაქტი და გამდნარი  კარაქი, კარგად ავურიოთ, დავამატოთ  რძე და თანდათანობით   ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.

ცომი უნდა იყოს საკმაოდ სქელი და ბლანტი. გადავაფაროთ  პლასტიკი  და შევდოთ  მაცივარში 30 წუთის განმავლობაში.
ამოვიღოთ  ცომი და ვზილოთ მანამდე,  სანამ არ გახდება გლუვი და ელასტიური (სურვილისამებრ შეგივიძლია დავამატოთ  ფქვილი). გავაბრტყელოთ ≈ 1 სმ სისქის ფენად და გავაკეთოთ დონატები.

დონატებისთვის სასურველი ფორმის მისაცემად შეგვიძლია გამოვიყენოთ:
გარე წრისთვის – დაჭრილი ბოთლი, რომლის დიამეტრია დაახლოებით 10 სმ,
შიგნითა წრისთვის  – ბოთლის თავსახური.

საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი

დანკინ დონატები მოვათავსოთ საცხობ ფირფიტაზე და 15- 20 წუთი შევდოთ ღუმელში გამოსაცხობად.

სანამ  დონატები  გაცივდებიან ოთახის ტემპერატურაზე, მოვამზადოთ შოკოლადის ან შაქრის მინანქარი .

დონატები ერთი მხრიდან ამოვსვაროთ მინანქარში  და გავაფორმოთ სურვილისამებრ.

 

 

 

ბელორუსული პური

ინგრედიენტები :

ოპარა :

175 გრ.ფქვილი

275 გრ.წყალი ან შრატი

3 გრ.მშრალი საფუარი

ცომი :

ოპარა

300 გრ.ფქვილი

25 გრ.ცეხვილი ფქვილი

30 გრ. რძის ფხვნილი

55 გრ.შრატი ან წყალი

10 გრ.შაქარი

10 გრ.კარაქი

8 გრ.მარილი

მომზადების წესები :

ინგრედიენტებისაგან მოვამზადოთ ოპარა,გადავაფაროთ პლასტიკი და 30 გრადუსზე გავაჩეროთ 2 საათი.

ოპარას შევურიოთ დანარჩენი ინგრედიენტები და მოვზილოთ ცომი.

ცომი დავასვენოთ 20 წუთი.

შემდეგ  ცომი გადავზილოთ 10 წუთი,გადავაფაროთ და დავასვენოთ 2 საათი.

ამოსული ცომი ჩავზილოთ ,მივცეთ ბურთის ფორმა და გავაჩეროთ 10 წუთი.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი,ცომს მივცეთ ბატონის ფორმა და ხაზით ქვემოთ მოვათავსოთ ტაფაზე.ცომს ვაცადოთ აფუება და გავაჩეროთ 45-50 წუთი,გადმოვაბრუნოთ და დავსეროთ.

ღუმელში შევდოთ წყლით სავსე ჭურჭელი.პირველი 10 წუთი  პურს ვაცხობთ 230 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში,შემდეგ ტემპერატურას დავუწევთ 215 გრადუსამდე და გამოვაცხოთ კიდევ 25 წუთი.

პური გავაგრილოთ ბადეზე.

 

 

 

სვანური ხაჭაპური

ინგრედიენტები :

ფქვილი 500 კგ

საფუარი 5 გრ

წყალი 250 მლ

ცოტა მარილი

შიგთავსისათვის:

400 გრ.სვანური სულგუნი

250 გრ.იმერული ყველი

ან 700 გრ.სვანური ყველი ნარჩვი

ნახევარი კონა მწვანე ხახვი

მომზადების წესები :

ნარჩვი სვანური ყველია.მას სვანეთში ამზადებენ სექტემბრის ბოლოს და ინახავენ ხის კასრებში.

ფქვილი,საფუარი შევურიოთ ერთმანეთს,დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ.ზელვის პროცესში შევურიოთ მარილი.

ცომს შევაზილოთ ზეთი და დავდოთ ასაფუებლად თბილ ადგილას.

აფუებული ცომი ზეთიანი ხელებით 2-ჯერ გადავზილოთ 15 20  წუთის შუალედით.

ცომი გავყოთ 3 ნაწილად.

შიგთავსის მომზადება ;

მწვანე ხახვის მხოლოდ მწვანე ნაწილი დავჭრათ.

სულგუნი და იმერული ყველი გავხეხოთ , შევურიოთ დაჭრილი მწვანე ხახვი

თითოეული ხაჭაპურისათვის ყველის 3 გუნდა  მოვამზადოთ.

ცომის გუნდა  საგლინავით მრგვლად  გავაბრტყელოთ.შუაგულში ჩავუდოთ ყველის გუნდა,თავი მოვუკრათ და ისევ გავაბრტყელოთ.

არაჟანი და კვერცხის  გული ერთმანეთში ავურიოთ.ზემოდან წავუსვათ ხაჭაპურს და გამოვაცხოთ 250 გრადუსზე  წინასწარ გახურებულ ღუმელში.

 

 

 

 

 

 

 

 

ქართული თონის პური – შოთი

ინგრედიენტები :

2 კგ ფქვილი

20 გრ.საფუარი

1 ლ.თბილი წყალი

30-40 გ.მარილი

მომზადების წესები :

დიდ თასში ჩავყაროთ 2 კგ.ფქვილი,შუაში გავუკეთოთ ჩაღრმავება ,ჩავასხათ თბილი წყალი,ჩავყაროთ მარილი და საფუარი.

ნაპირებიდან ფქვილი ნელ-ნელა შევურიოთ წყალს და მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი.

ცომს თავზე გადავაფაროთ ჯერ ცელოფანი,შემდეგ კი თბილი ნაჭერი და ასაფუებლად დავდოთ თბილ ადგილას.

სანამ  ცომი აფუვდება გავახუროთ თონე.

აფუებული ცომი ჩავზილოთ ფქვილიანი ხელებით და 15 -20 წუთი დავდოთ ასაფუებლად.

ცომი დაყოთ 300-500 გრამიან გუნდებად.

გუნდები გავაბრტყელოთ,მივცეთ მოგრძო ფორმა და ჩავაკრათ გახურებულ თონეში ან გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში.

 

 

ჩიაბატა – იტალიური პური ხრაშუნა კანით და დიდი ნასვრეტებით

ინგრედიენტები :

300  მლ ცივი წყალი

500 გრ.ფქვილი

24 გრ.ცოცხალი საფუარი ან 8 გრ.მშრალი საფუარი

50 მლ.ზეითუნის ზეთი ან ზეთის ხილის მარცვლები

იტალიური სუნელების  ნაკრები

12 გრ.მარილი.კლასიკურ რეცეპტს მარილს არ უმატებენ.

მომზადების წესები :

საფუარი გავხსნათ ცივ წყალში.

ფქვილში შევურიოთ მარილი.

მოვზილოთ  თხელი ცომი.

ცომს გადავაფაროთ და დავაცადოთ ამოსვლა.ცომი შეგვიძლია 50 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდოთ ორი საათი.

ამოსული ცომი არ ჩავზილოთ, ფრთხილად გადმოვიტანოთ  ბლომად ფქვილმოყრილ მაგიდაზე და სველი ხელებით დავკეცოთ.

დაკეცილი ცომი ისევ ჩავდოთ თასში,გადავაფაროთ და გავაჩეროთ 20 წუთი.

ცომი კვლავ გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ დაფაზე,არ ჩავზილოთ,ხელის თითების მსუბუქი მოძრაობით მივცეთ ოთხკუთხა ფორმა  და სიგრძეზე  გავყოთ 2 ნაწილად.

ცომის ორივე ნაწილი ერთმანეთისაგან დაშორებით ასევე ფრთხილად გადავიტანოთ ფქვილმოყრილ თუნუქის  ფირფიტაზე, და 230 გრადუსზე გამოვაცხოთ 30-35 წუთი.

რჩევა: კლასიკურ რეცეპტს ზეითუნის ზეთს არ უმატებენ,დაკეცვის მომენტში შეგვიძლია ჩავაყოლოთ დაჭრილი ზეთის ხილის მარცვლები და არომატის მისაცემად შევურიოთ იტალიური სუნელების ნაკრები.

 

 

 

ფრანგული ბაგეტი

წაიკითხეთ,თუ როგორ უნდა გამოვაცხოთ ფრანგული პური სახლის პირობებში.

ინგრედიენტები:

350 მლ. წყალი

500 გრ. ფქვილი

6 გრ. საფუარი

0,5 ჩაის კოვზი შაქარი

0,5 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესები :

წყალი გავაცხელოთ 32 გრადუსამდე,ჩავყაროთ საფუარი,გავაჩეროთ 15-20 წუთი,დაველოდოთ ბუშტუკების გაჩენას.

მომზადებულ სითხეში ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი და სანამ ცომი თხელია,შევურიოთ მარილი.

ცომი გადმოვიტანოთ სამუშაო მაგიდაზე და დავამუსაოთ,მივიღებთ ნაზ და ელასტიურ ცომს.

ფქვილის რაოდენობა ჩვენ თვითონ განვსაზღვროთ.თავდაპირველად ცომი ოდნავ უნდა ეწეპებოდეს ხელს.დამუშავების შემდეგ კი უნდა მივიღოთ რბილი და ელასტიური ცომი.

ბაგეტის მომზადებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექნოლოგიას.ცომი ხელით უნდა გავწელოთ , და გადავკეცოთ ასე უნდა გავიმეოროთ 2 – ჯერ.

ცომისგან მოვამზადოთ გუნდა.ცერი თითით გავუკეთოთ ჩაღრმავება,თუ ცომი ფორმას სწრაფად აღიდგენს,ესე იგი მზად არის.

ცომი გავაჩეროთ თბილ ადგილას 30 წუთი,რომ ამოვიდეს და გავყოთ 4 ნაწილად.

ბაგეტის ფორმირება ხდება ორი მეთოდით.პირველ შემთხვევაში ცომი გავაბრტყელოთ და გადავახვიოთ რულეტივით.

მეორე შემთხევაში ცომის ბურთულებს ძეხვის ფორმა მივცეთ.

ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ტილო,ბლომად მოვაყაროთ ფქვილი და დავდოტ ბაგეტები.ბაგეტები ერთმანეთისაგან ტილოს ნაკეცით გამოვყოთ

ბაგეტები გავაჩეროთ თბილ ადგილზე 15-20 წუთი.შემდეგ ტილო გამოვაცალოთ,ფუნჯით ზედმეტი ფქვილი გადავფერთხოთ და ხის ჯოხით დავსეროთ.

ბაგეტები გამოვაცხოთ 12-15 წუთი 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

ბაგეტმა ხრაშუნა ქერქი რომ გაიკეთოს ,აუცილებლად ცხობისას ღუმელის ტაფის ქვეშ შევდგათ ცხელი წყლით სავსე თასი.ამ მეთოდის გამოყენებით ბაგეტის ქერქი იქნება ხრაშუნა,შიგნით კი რბილი.

12 -15 წუთის შემდეგ 220 გრადუსზე დავწიოთ ტემპერატურა და გამოვაცხოთ კიდევ 5 წუთი.

ფრანგული ბაკეტი მზად არის და მივირთვათ გემრიელად.

პიტა- აღმოსავლეთური პური

თუ თქვენ ეძებთ ქუჩის შაურმის ან ჰოთ-დოგის ალტერნატივას, სცადეთ პიტა, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი გულსართით. 

პიტა ბრტყელი პურია. მას  იყენებენ ქუჩის საკვების ალტერნატივად, სენდვიჩების, ღვეზელების და ჰოთ-დოგების ნაცვლად.  შეგვიძლია გავაკეთოთ ნებისმიერი სალათი და ამით შევავსოთ პიტა, ასევე  გავატანოთ ბავშვს სკოლაში.

დღეს მე გასწავლით, როგორ გამოვაცხოთ პური ტაფაზე.

ინგრედიენტები :

350 გრ.ფქვილი

200მლ.  ცხელი წყალი (80 გრადუსამდე გაცხელებული )

1 სუფრის კოვზი ზეთი

1 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესები :

ფქვილი გავცრათ.

წყალი გავაცხელოთ 80 გრადუსამდე. ( საიდუმლო1)

ცხელ წყალში გავხსნათ მარილი და დავასხათ ფქვილს.

მოვზილოთ ცომი,ცომი შეიკვრება ერთ გუნდად და ვზილოთ 7-10 წუთი.( საიდუმლო 2)

მოზელილი ცომი აუცილებლად  ( საიდუმლო 3)მოვათავსოთ პარკში,მოვუკრათ თავი და გავაჩეროთ 20 წუთი ოთახის ტემპერატურაზე.

ცომი დავყოთ 8 ნაწილად და მოვამზადოთ გუნდები.

ტაფა ძალიან გავახუროთ და ზეთი არ მოვუსვათ.( საიდუმლო 4)

სამუშაო მაგიდას აუცილ;ებლად მოვუყაროთ ზეთი ან ფქვილი, ( საიდუმლო 5)გავაბრტყელოთ მრგვლად( 15-16 სმ დიამეტრი).თუ სამუშაო მაგიდას ზეთს არ მოვასხამთ,მაშინ დაზიანდება ცომის ზედაპირი და პურის “ჯიბე ” არ წარმოიქმნება.

გამოვაცხოთ პური მშრალ ტაფაზე 4-5 წუთი ორივე მხრიდან.პური იქნება მაგარი და არ შეგვეშინდეს.

შემდეგ გადმოვაბრუნოთ  და გამოვაცხოთ 2 წუთი.( საიდუმლო 6)ამ დროს უკვე დაიწყებს პური ამოსვლას და წარმოიქმნება “ჯიბე”.პურს ისევ გადმოვაბრუნებთ მეორე მხარეს და გავაჩერებთ ტაფაზე 2 წუთი.

ღუმელში გამომცხვარი პიტა :

ინგრედიენტები :

3 ჭიქა ფქვილი

2 ჭიქა ცეხვილი ფქვილი

2 ჭიქა  წყალი

1/3 ჭიქა  ზეთი

1 ჩაის კოვზი შაქარი

2 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესები :

1 ჭიქა თბილი წყალი ოთახის ტემპერატურაზე, ჩავასხათ  თასში, დავამატოთ შაქარი, საფუარი და მოვურიოთ ,გავაჩეროთ  5-10 წუთის განმავლობაში.

თასში ჩავყაროთ  ორი სახის ფქვილი, გავუკეთოთ  ცენტრში ჩაღრმავება და ჩავასხათ  საფუარის ნარევი, ზეითუნის ზეთი და დარჩენილი ჭიქა თბილი წყალი და ვზილოთ  5-10 წუთის განმავლობაში.ცომს მოვასხათ ზეთი,გადავაფაროთ სუფთა ტილო და გავაჩეროთ 1 საათის განმავლობაში.

ცომი გადავზილოთ და გავაჩეროთ 30 წუთი თბილ ადგილას.

ცომი დაყოთ გუნდებად,გავაბრტყელოთ  ( დიამეტრი 15-16 სმ ),გადავაფაროთ და გავაჩეროთ 1 საათი.ამ პერიოდში ცომი არ ამოვა,უფრო მომზადედება “ჯიბის” ” გასაკეთებლად.

ღუმელი გავაცხელოთ 220 გრადუსზე.

ღუმელის ტაფაზე გადავიტანოთ პიტა,მოვაყაროთ ცოტა ფქვილი და გამოვაცხოთ 5-7 წუთი.

გამომცხვარი პიტა 4-5 წუთი შევახვიოთ ტილოში და შემდეგ გამოვიყენოთ.

 

 

 

 

 

შინ გამომცხვარი ოთხკუთხა , ” კირპიჩი ” პურის მომზადების ტექნოლოგია – საბჭოთა რეცეპტი

ინგრედიენტები :

200 გრ.პირველი ხარისხის ფქვილი

200 გრ.უმაღლესი ხარისხის ფქვილი

260 მლ.წყალი

1 სუფრის კოვზი ზეთი

1 ჩაი კოვზი საფუარი

1 ჩაის კოვზი მარილი

მომზადების წესები :

ორივე ხარისხის ფქვილი შევურიოთ და  გავცრათ.

ფქვილს შევურევთ მარილს და საფუარს.

მომზადებულ ფქვილს  დავასხათ წყალი და ზეთი ,მოვზილოთ მკვრივი  ცომი.

ცომი გადმოვიტანოთ  მაგიდაზე და ვზილოთ.

ხელით მოზელვა აუცილებელია ,მასიდან ზედმეტი ჰაერის გამოსადევნათ რომ ცხობის დროს პურს ზედაპირი გახდეს ერთგვაროვანი.

მოზელილი ცომი დავაყენოთ თბილ ადგილას 3 საათი ასაფუებლად,გადავზილოთ,ჩავდოთ ოთხკუთხა ფორმაში( ზეთი მოვუსვათ) ,დავაცადოთ აფუება და 40-45 წუთი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.ცხობის დროს ღუმელის კარები არ გამოვაღოთ.