ეკლერი

ინგრედიენტები :

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

150 გრ.ფქვილი

ცომის მე-2 ვერსია

250 მლ.წყალი

100 გრ.კარაქი

100 გრ.ფქვილი

1/3 ჩ.კოვზი მარილი

4 კვერცხი

მომზადების წესები :

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.

როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ერთბაშად ფქვილი,მოვურიოთ ხის კოვზით,როგორც კი ცომი ქვაბის კედლებს მოშორდება,ერთ გუნდად შეიკვრება,მზადაა.

ცომი გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი,ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებულ მასას მიქსერის დახმარებით.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და დავსვათ ჩვენთვის სასურველი ზომის ბურთები ერთმანეთისაგან მოშორებით ან მივცეთ ეკლერის,რგოლის  ფორმა.

შეგვიძლია კულინარიულ ტომარას გავუკეთოთ ვარსკვლავისებური თავი.

ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსზე და ვაცხობთ ქვედა წვაზე.პირველი 10 წუთი დავაცადოთ შუს ან ეკლერს  ამოსვლა.

ღუმელის კარები არ გამოვაღოთ ,ისე დავწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და ვაცხობთ კიდევ 20 წუთი.საჭიროებისამებრ, ჩავრთოთ ბოლო 1 წუთი ზედა წვა.

გამოვრთოთ ღუმელი,კარები არ გამოვაღოთ და შუ ან ეკლერი ღუმელშივე გავაგრილოთ .

შუ ან ეკლერი ამოვავსოთ მოხარშული კრემი პატისიერით ან კარამელის კრემით .ზემოდან მოვასხათ შოკოლდის განში ან შაქრის მინანქარი.

ტორტი “სპირალი”

ინგრედიენტები :

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

150 გრ.ფქვილი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

 

ცომის მე-2 ვერსია

250 მლ.წყალი

100 გრ.კარაქი

170 გრ.ფქვილი

1/3 ჩ.კოვზი მარილი

4 -5 კვერცხი

მომზადების წესები :

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ერთბაშად ფქვილი,მოვურიოთ ხის კოვზით,როგორც კი ცომი ქვაბის კედლებს მოშორდება,ერთ გუნდად შეიკვრება, ქვაბის ძირზე გაჩნდება ქერქი ,მზადაა.ცომი გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი,ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებულ მასას მიქსერის დახმარებით. უნდა შევეცადოთ ,ცომი კვერცხით ძალიან არ გავათხელოთ .

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.ფანქრით დავხაზოთ წრე და ქაღალდი გადმოვაბრუნოთ.

 

ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში გავუკეთოთ თავი და წრიული მოძრაობით შევავსოთ შაბლონი.

ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსზე და ვაცხობთ ქვედა წვაზე.პირველი 10 წუთი დავაცადოთ მოხარშულ ცომს  ამოსვლა.

ღუმელის კარები არ გამოვაღოთ ,ისე დავწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და ვაცხობთ კიდევ 20 წუთი.საჭიროებისამებრ ჩავრთოთ ბოლო 1 წუთი ზედა წვა.გამოვრთოთ ღუმელი,კარები არ გამოვაღოთ და შუ ღუმელშივე გავაგრილოთ .

მოვამზადოთ არაჟნის კრემი :

450 გრ.არაჟანი (25%),
170 გრ.შაქარი
1 ს.კოვზი შაქრიანი ვანილი

ინგრედიენტები ავთქვიფოთ.შეგვიძლია დავუმატოთ ერთი შეკვრა  არაჟნის გამასქელებელი.

ავაწყოთ ტორტი:

ფირფიტებს წავუსვათ კრემი და დავაწყოთ ერთმანეთზე.ზემოდან და გვერდებზე  გავაფორმოთ ხილით ( მარწყვი,ბალი და ა.შ) ან ჩვენი გემოვნებით.

 

 

კრემი შუსთვის და მინანქარი ეკლერისათვის

ინგრედიენტები :

180 მლ.რძე

2 კვერცხის გული

270 გრ.შაქარი

2 ჩ.კოვზი შაქრიანი ვანილი

320 გრ.კარაქი

2 ს.კოვზი კონიაკი

მომზადების წესები :

შუს და ეკლერის მოხარშული ცომი – დეტალური რეცეპტი

კვერცხის გული ავთქვიფოთ მიქსერით,გავატაროთ საცერში,შევურიოთ შაქარი,შაქრიანი ვანილი ,შემოვდგათ ვეცხლზე,ვურიოთ განუწყვეტლივ შესქელებამდე.

მოდუღებული სიროფი გადავიტანოთ ცალკე თასში და გავაგრილოთ ოთხის ტემპერატურამდე.

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით,კოვზობით შევათვიფოთ სიროფი და ბოლოს კონიაკი.

მიღებული კრემით ავავსოთ შუ და ეკლერი.

მინანქარი შუს და ეკლერის გასაფორმებლად:

50 გრ.შავი შოკოლადი და 20 გრ.კარაქი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე და წავუსვათ შუს.ნამცხვარი 2 საათი შევდოთ მაცივარში.

უჩვეულო ხაჭოს “ვარენიკები” ზარმაცებისათვის – მარტივი რეცეპტი

ინგრედიენტები :

600 გრ.ხაჭო

110 გრ.კარაქი

3 კვერცხი

225 გრ.ფქვილი

1 ს.კოვზი შაქარი

1/2 ჩ.კოვზი მარილი

მომზადების წესები :

ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი .

ხაჭო დავაბლენდეროთ და შევურიოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული  60 გრ.კარაქი.

ხაჭოს მასას დავუმატოთ კვერცხიანი მასა,დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი.

50 გრ.კარაქი გაზზე გავადნოთ.

დაფას  მოვაყაროთ ფქვილი. ცომს მივცეთ ძეხვის ფორმა და დავჭრათ 1,5 სმ სისქის ვარენიკები.

ვარენიკები მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში 5 წუთი.მოხარშულ ვარენიკებს მოვასხათ გამდნარი კარაქი.მივირთვათ არაჟანთან ან მურაბასთან ერთად.

 

 

მოხარშული სუპერელასტიკური ცომი ხინკლის,პელმენისა და ჩებურეკისათვის

ინგრედიენტები :

150 მლ.მდუღარე წყალი

250 გრ.ფქვილი

2 ს.კოვზი ზეთი

1 გრ.მარილი

მომზადების წესები :

ადუღებულ წყალში გავხსნათ მარილი.

თქვილი ჩავყაროთ თასში, შუაში გავაკეთოთ ჩაღრმავება,შიგნით ჩავასხათ ზეთი ,დავასხათ ადუღებული წყალი და კოვზით წრიული მოძრაობებით ვურიოთ.

თასს დავაფაროთ თავზე და გავაჩეროთ გაგრილებამდე.

როგორც კი შევძლებთ ხელის მიკარებას,ცომი გადმოვიტანოთ დაფაზედა მოვზილოთ.ვზილოთ 15 წუთი.

ცომს გადავაფაროთ ტი;ლო და აუცილებლად გავაჩეროთ ნახევარი საათი.ცომი გახდება ძალიან ელასტიკური და პლასტელინივით წელვადი.რაც მთავარია,ამ წესით მომზადებული ცომი  გაბრტყელებისას არ იხევა და ხარშვისას არ სკდება.

ამ ცომით შესაძლებელია, გავაკეთოთ პელმენები,ხინკლები ,ვარენიკები და ჩებურეკები.

 

“ძაფის გორგალი” – კატლეტები ცომში ბავშვებისათვის

ინგრედიენტები :

მზა ფენოვანი ცომი

2 საშუალო ზომის ხახვი

2-3 კბილი ნიორი

500 გრ.ფარში

3 კვერცხი

მწვანილი

მარილი,წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესები :

ფენოვანი ცომი 0,5 სმ-ის სისქეზე  დავაბრტყელოთ  და დავჭრათ ბაფთებად.

ხახვი წვრილ სახეხზე გავხეხოთ ,ნიორი დავჭყლიტოთ და შევკაზმოთ ფარში.

ფარშს შევურიოთ 2 კვერცხი წვრილად დაჭრილი მწვანილები,მარილი,წიწაკა და  გავაკეთოთ ბურთები.

ფენოვანი ცომის რეცეპტი 

ბურთებზე ძაფივით დავახვიოთ ფენოვანი ცომის გორგალი,ფუნჯით წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და

გამოვაცხოთ წინასწარ  180- 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი.

 

 

 

ფენოვან ცომში გახვეული ხორცის ღვეზელი

ინგრედიენტები :

700 გრ.ხორცის შერეული ფარში

1 შეკვრა ფენოვანი ცომი

4-5 ცალი პატარა  მოხარშული კვერცხი

1 ს.კოვზი ერბო

2 ნაჭერი თეთრი პური

2 ჩ.კოვზი მდოგვი

2 ცალი კვერცხი

1-2 კბილი ნიორი

მარილი გემოვნებით

ნახ.ჩ კოვზი დაფქული შავი წიწაკა

მომზადების წესები :

ტაფაზე დავასხათ ერბო და ოდნავ მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი დაჭყლეტილ ნიორთან ერთად.

მოშუშული ხახვი და ნიორი შევურიოთ ფარშში,დავუმატოთ მარილი,წიწაკა,მდოგვი და ორი ნაჭერი წყალში დამბალი თეთრი პური.

ცომის შუაში მოვათავსოთ ფარში,დავალაგოთ მოხარშული კვერცხები  და  შევახვიოთ ისე ,როგორ ეს სურათზე არის ნაჩვენები.ღვეზელს ზემოდან ფუნჯით წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი.

ღუმელის ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი,გადავიტანოთ ღვეზელი,ზემოდან გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ 190 გარდუსამდე  წინასწარ გახურებულ ღუმელში  25-35  წუთი.

 

 

 

შუ ნაღების კრემით და მარწყვით

ინგრედიენტები :

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ ჩაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.

როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

გაგრძელება იხ. აქ http://livemaster.ge/858/

ნაღების კრემი;

800 გრ.ნაღები 33%-იანი

300 გრ.შაქრის პუდრა

 

ცივი ნაღები ავთქვიფოთ მიქსერით.როგორც კი მოცულობაში გაიზრდება და გასქელდება ,შევათქვიფოთ შაქრის პუდრა.

კრემი გადავიტანოთ კულინარიულ ტომარაში და გაჭრილი შუ შევავსოთ,დავალაგოთ მარწყვები

მოვაყაროთ  შაქრის პუდრა.

ფრანგული დესერტის ” შუ ” თანამედროვე რეცეპტი

ინგრედიენტები :

ცომი კრაქელინი”craqueline”

80 გრ.კარაქი

100 გრ.შაქარი

100 გრ.ფქვილი

 

მომზადების წესები :

მოვამზადოთ კრაქელინი:

კარაქი კუბებად დავჭრათ და შევურიოთ ფქვილი,შაქარი,ჩავაწვეტოთ სასურველი ფერის საკონდიტრო საღებავი.მოვზილოთ ცომი.

ცომი გავაბრტყელოთ პერგამენტის ქაღალდზე და შევდოთ  საყინულეში.

მოვამზადოთ მოხარშული ცომი  და გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში.დავსვათ ცომის  ბურთები და ზემოდან დავალაგოთ გაყინული კრაქელინის ფირფიტები.

გამოვაცხობთ ჩვეულებრივი წესით. .გავაგრილებთ.შუს თავს მოვაჭრით, შევავასებთ კრემით,დავახურებთ თავსახურს და გავაფორმებთ სურვილისამებრ.

მოხარშული ცომი ( შუ და ეკლერი ) – დეტალური რეცეპტი

ინგრედიენტები :

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

150 გრ.ფქვილი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

ცომის მე-2 ვერსია :

250 მლ.წყალი

100 გრ.კარაქი

170 გრ.ფქვილი

1/3 ჩ.კოვზი მარილი

4 -5 კვერცხი

მომზადების წესები :

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ერთბაშად ფქვილი,მოვურიოთ ხის კოვზით,როგორც კი ცომი ქვაბის კედლებს მოშორდება,ერთ გუნდად შეიკვრება, ქვაბის ძირზე გაჩნდება ქერქი ,მზადაა.ცომი გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი,ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებულ მასას მიქსერის დახმარებით. უნდა შევეცადოთ ,ცომი კვერცხით ძალიან არ გავათხელოთ .

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და დავსვათ ჩვენთვის სასურველი ზომის ბურთები ერთმანეთისაგან მოშორებით ან მივცეთ ეკლერის,რგოლის  ფორმა.

შეგვიძლია კულინარიულ ტომარას გავუკეთოთ ვარსკვლავისებური თავი.

თუ საკონდიტრო შპრიცი არ გვაქვ,შუ  ფირფიტაზე დავსათ კოვზითაც.

ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსზე და ვაცხობთ ქვედა წვაზე.პირველი 10 წუთი დავაცადოთ შუს ამოსვლა.

ღუმელის კარები არ გამოვაღოთ ,ისე დავწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და ვაცხობთ კიდევ 20 წუთი.საჭიროებისამებრ ჩავრთოთ ბოლო 1 წუთი ზედა წვა.გამოვრთოთ ღუმელი,კარები არ გამოვაღოთ და შუ ღუმელშივე გავაგრილოთ .

დესერტები  ამ რეცეპტით მომზადებული მოხარშული ცომით ძალიან გემრიელია !