დესერტი სახელწოდებით ” ობამა ” – ფაფუკი და არომატული შოკოლადის ბისკვიტები გაჟღენთილი მინანქრით ძალიან პოპულარულია დასავლეთ საქართველოში,კერძოდ კი სამეგრელოში. ნამცხვარი ძალიან მარტივი მოსამზადებელია ნებისმიერი ასაკის დიასახლისისათვის.
ინგრედიენტები ერთი ბისკვიტისათვის:
6 კვერცხი
6 სუფრის კოვზი შაქარი
6 სუფრის ფქვილი
5 სუფრის კოვზი კაკაო
1 ჩაის კოვზი სოდა ძმრით
2 სუფრის კოვზი თაფლი
მომზადების წესები :
მოვამზადოთ მშრალი ინგრედიენტები : ფქვილი და კაკო ერთად გავცრათ.
კვერცხი შაქართან ერთად ავთქვიფოთ გათეთრებამდე,შემდეგ შევურიოთ თაფლი სოდა ძმრით და ფქვილი.
ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,მოვუსვათ ცოტა ცხიმი,გადავიტანოთ ცომი და 180 გრადუსზე გამოვაცხოთ.
იგივე წესით და იმავე რაოდენობის ინგრედიენტებით გამოვაცხოთ მეორე შოკოლადის ბისკვიტი.
გაგრილებული ბისკვიტები გავჭრათ შუაზე.
ბისკვიტის ფირფიტები ერთმანეთზე დავაწყოთ.ფენებს შუა მოვასხათ ცხელი მინანქარი.რომ კარგად გაიჟღინთოს. მინანქარი მოვიტოვოთ და უკვე გაგრილებული გადავასხათ ნამცხვარს ზემოდან. ტორტი გავაფორმოთ სურვილისამებრ.
შოკოლადის მინანქარი :
400გრ.მოხარშული შედედებული რძე
200 გრ.კარაქი
12 სუფრის კოვზი შაქარი
2 სუფრის კოვზი კაკაო
100 მლ.წყალი
1 სუფრის კოვზი ზეთი ( სიპრიალისთვის)
1 ფილა შოკოლადი სურვილისამებრ
მომზადების წესები :
კაკო გავხსნათ წყალში.
მოხარშული შედედებული რძე, კარაქი და შაქარი შევურიოთ ერთმანეთს და 1-2 წუთი მოვადუღოთ, ჩავასხათ თხევადი კაკო,ზეთი და ერთი წუთი კიდევ ვადუღოთ.
ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან და თუ სურვილი გვაქვს ,ოდნავ გაგრილებულში ჩავყაროთ შოკოლადის დატეხილი ფილა.
.