დღეს გთავაზობთ ბევრისათვის საყვარელ ლეჩოს საბჭოთა რეცეპტს. ამ რეცეპტით მომზადებული ბულგარული წიწაკა პომიდორში შეგვიძლია,მივირთვათ დამოუკიდებელი კერძად და ასევე გამოვიყენოთ ბორშის და სხვა მრავალი კერძის მოსამზადებლად.
ინგრედიენტები :
700 მლ.პომიდვრის წვენი ( სახლში მომზადებული)
400 გრ. წითელი ბულგარული
1 სუფრის კოვზი მარილი
80 მლ.ზეთი
80 გრ.შაქარი
4 შავი პილპილის მარცვალი
1 სუფრის კოვზი 9% ძმარი
მომზადების წესები :
პომიდვრის წვენი და ზეთი ჩავასხათ ქვაბში,დავუმატოთ შაქარი,მარილი, შავი წიწაკის მარცვლები და ძმარი,ვხარშოთ 20 წუთი.
თუ ჩვენ არ გვაქვს პომიდვრის წვენი,მაშინ პამიდორი გავხეხოთ და გავატაროთ საცერში.პომიდვრის წვენს არ უნდა გაყვეს კანი და თესლები.
მოდუღებულ პომიდვრის წვენში ჩავყაროთ მსხვილად დაჭრილი ბულგარული და საშუალო ცეცხლზე ვადუღოთ 40 წუთი.ბოლოს ჩავუმატოთ ძმარი.
პომიდვრისა და ბულგარულის ლეჩო ცხელ-ცხელი ჩავასხათ სტერილურ ქილებში,ბოლომდე ავავსოთ და იქვე მოვხუფოთ.
100-120 მლ. ცხელი წყალი,ტემპარატურა არ უნდა აღემატებოდეს 45 გრადუსს.
2 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი
1,5 ჩ.კოვზი შაქარი
1,5-2 ჩ.კოვზი ზეთი
1/2 ჩ.კოვზი მარილი
1 სუფრის კოვზი ძმარი
მომზადების წესები :
პირველ რიგში მინის ქილაში ( 200 გრ ) ჩავასხათ ზეთი,შემდეგ დავაყაროთ მდოგვის ფხვნილი,შაქარი,მარილი,მოვურიოთ და ნელნელა დავასხათ ცხელი წყალი ,თან ვურიოთ.ნაზავს ბოლოს დავუმატოთ ძმარი ან ლიმონის წვენი,დავახუროთ თავსახური და 3-4 საათი შევინახოთ თბილ ადგილას.
ამის შემდეგ შევინახოთ მაცივარში.
მაცივარში მდოგვი ინახება ერთი თვე.
როგორ მოვამზადოთ დიჟონის მდოგვი მარცვლებისაგან – ფრანგული სამზარეულო
400 გრ. მწვანე ლობიო ( შეიძლება ფრანგული ლობიოს კონსერვიც)
100 გრ.სატაცური
4 პატარა ზომის ბოლოკი
სოუსი:
1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი
2 ს.კოვზი მარცვლოვანი მდოგვი
2 ჩ.კოვზი დიჟონის მდოგვი
2 ს.კოვზი თეთრი ღვინის ძმარი
მარილი და სავი დაფქული წიწკა გემოვნებით
ინგრედიენტები ხახვის დასამწნილებლად;
200 გრ.მწვანე ხახვი
1/2 ჭიქა თეთრი ძმარი
1/2 ჭიქა წყალი
1 ს.კოვზი მარილი
1+ 1/2 ჩ.კოვზი შაქარი
მომზადების წესები :
ჯერ მოვამზადოთ სითხე ხახვის დასამწნილებლად: კონტეინერში ინგრედიენტები შევურიოთ( ძმარი,წყალი,შაქარი,მარილი) ,შიგნით ჩავყაროთ მწვანე ხახვის თეთრი ბოლოები, დავახუროთ თავსახური და მინიმუმ 1 საათი შევინახოთ მაცივარში. კონტეინერი მაცივარში შეგვიძლია გავაჩეროთ რვა საათი.
ახალი კარტოფილი მოვხარშოთ ოდნავ მარილიან წყალში,გავაგრილოთ და დავჭრათ .
ბოლოკი დავჭრათ ძალიან თხლად.
სატაცურს მოვაჭრათ უხეში ბოლო.
ავადუღოთ წყალი ჩავყაროთ ცოტა მარილი და ჯერ ჩავდოთ სატაცური,ერთი წუთის შემდეგ კი დაჭრილი პარკი ლობიო,ვხარშოთ 3 წუთი,შემდეგ წყალი გადავწუროთ, ქვაბი მოვათავსოთ ყინულის აბაზანაზე და რომ გაცივდება, მოხარშული სატაცური და მწვანე ლობიო დავწრიტოთ.
კარტოფილი, ბოლოკი ,მწვანე ხახვი, პარკი ლობიო, სატაცური,ხახვის მწნილი შევურიოთ, მოვასხათ სოუსი და მოვაყაროთ შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით.
ახალი კარტოფილის,მწვანე ლობიოს და ბრიუსელის კომბოსტოს სალათი
ინგრედიენტები :
200 გრ.ახალი კარტოფილი
80 გრ.კარაქი
1 ს.კოვზი ზეთი
150 -200 გრ.ბრიუსელის კომბოსტო
4 მოზრდილი მწვანე ლობიო
4-5 ისპანახის ფოთოლი
1-2 რეჰანის ფოთლები
ნახევარი კონა ტარხუნა
4-5 ფოთილი მჟაუნა
3 ტოტი მწვანე ხახვი
ნახევარი ლიმონი
ნახევარი სუფრის კოვზი მარცვლოვანი მდოგვი
1 ს.კოვზი გოგრის თესლის ზეთი
1 კიტრი
100 გრ.ფეტას ყველი
50 გრ.ნიგოზი
მარილი გემოვნებით
მომზადების წესები :
ახალი კარტოფილი კარაქში და ზეთში შევწვათ,მოვაყაროთ ცოტა მარილი.
ბრიუსელის კომბოსტო შუაზე გავჭრათ,ნახევრად შემწვარ კარტოფილებს დავაყაროთ და ერთად შევწვათ.ბრიუსელის კომბოსტო ცხიმს შეიწოვს.
მწვანე ლობიო ცერად დავჭრათ , ადუღებულ მარილწყალში მოვწალოთ და დავაყაროთ ბოსტნეულს და მათთან ერთად მოვბრაწოთ.ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი კამა.ბოსტნეული გადავიტანოთ სასალათეში.
მოდუღებულ სოუსში ჩავყაროთ სანელებლები და ყველი,კარგად ვურიოთ და მივიღებთ წელვად მასას .
მიღებულ სოუსში შევურიოთ მოხარშული მაკარონი.ეს კერძი ამ სახით შეგვიძლია მივირთვათ ან ჩავდოთ ფორმაში და 10 წუთი შევდოთ ღუმელში გამოსაცხობად.
რჩევა: ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი სოუსის მოსამზადებლად რძის ნაცვლად იყენებს ქათმის ბულიონს.ასევე მოსამზადებლად ყველის ასორტი ( გაუდა,მოცარელა,ჩედარი) და ფერადი მაკარონი ( პომიდვრის,ისპანახის)შეგვიძლიათ გამოვიყენოთ.