ინგრედიენტები ორი სამკილოიანი ქილისათვის :
3კგ.კომბოსტო
1 დიდი ზომის ჭარხალი
3-4 კბილი ნიორი
1 პატარა კონა ნიახური
მარინადისათვის:
3 ლიტრი წყალი
1 ჭიქა შაქარი
9 სუფრის კოვზი მარილი
50 მლ.70% ძმარი
5 დაფნის ფოთოლი
7 ბაჰარის მარცვალი
10 შავი წიწაკის მარცვალი
მომზადების წესები :
კომბოსტო გავჭრათ 8 ნაწილად.თითოეულს ამოვაჭრათ მურკი.
ჭარხალი გავთალოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ თხლად.
ნიორი გავფცქვნათ, წიწაკას თესლი გამოვაცალოთ, დავჭრათ და ნიახური გავრეცხოთ.
მზა ინგრედიენტები ფენებად ჩავაწყოთ ქილაში : კომბოსტო,ჭარხალი,ნიახური,წიწაკა,ნიორი
მოვადუღოთ მარინადი თ ადუღებულ წყალში გავხსნათ მარილი და შაქარი,ჩავაგდოთ დაფნის ფოთლები და ვადუღოთ ერთი წუთი. მარინადი გადმოვიღოთ ცეცხლიდან, დაფნის ფოთლები ამოვიღოთ,გავაჩეროთ 10 წუთი და ჩავასხათ ძმარი.მოვურიოთ კარგად.
ცხელი მარინადი დავასხათ კომბოსტოს,ისე რომ სითხემ მთლიანად დაფაროს ბოსტნეული,დავაფაროთ თავსახური ( არ მოვხუფოთ),გავაჩეროთ 3 დღე ოთახის ტემპერატურაზე.ამის შემდეგ მწნილი მზადაა.