ინგრედიენტები :
5 კგ.მწვანე პამიდორი
2 კგ.წითელი ბულგარული
1 კგ.სტაფილო
1 კგ.ხახვი
1 თავი ნიორი
0,5 ლიტრი ზეთი
0,5 კგ ნიცოზი
1 სუფრის კოვზი უცხო სუნელი
1 სუგრის კოვზი ყვითელი ყვავილი
0,5 სუფრის კოვზი ხმელი სუნელი
ცოტა ორეგანო
100 გრ.ძმარი ან 2 ცალი ბროწეულის მარცვლები
2,4 სუფრის კოვზი მარილი
2 სუფირს კოვზი შაქარი
1 სუფრის კოვზი წითელი დაფქული წიწაკა
მომზადების წესები :
თხელ ფირფიტებად დაჭრილ მკვახე პომიდორს დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ გაგრილებამდე,შემდეგ გავწუროთ ხელით ან დავადოთ სიმძიმე .
დაჭრილი გვაქვს ხახვი,ნიორი,ბულგარული და სტაფილო. ბოსტნეული მოვშუშოთ ზეთში.
გავატაროთ ნიგოზი.
მწვანე პამიდორი,მოშუშული ბოსტნეული,ნიგოზი,ნიორი,სანელებლები,ძმარი ან ბროწეულის მარცვლები შევურიოთ , დავუმატოთ ასპირინი ან გავუკეთოთ სტერილიზაცია 15-20 წუთი.
გემრიელიად მივირთვათ მჭადთან ერთად!