ინგრედიენტები :
190 გრ.ფქვილი
50 გრ.კარაქი
1 კვერცხი
80 გრ.შაქარი
40 გრ.თაფლი
0,5 ჩაის კოვზი სოდა
მწიკვი მარილი
კრემისათვის;
300 გრ.ნაღების ყველი
200 გრ. ნაღები 33%
200 გრ. თეთრი შოკოლადი
მარწყვის ან ჟოლოს კომფიტიურისათვის;
მარწყვის ან ჟოლო 100 გრ. პიურე
1 ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი
1 სუფრის კოვზი შაქარი
მომზადების წესები :
ქვაბში შევურიოთ შაქარი, კვერცხი, თაფლი, მარილი, მივიღოთ ერთგვაროვანი მასა და შემდეგ შევურიოთ კარაქი.
ქვაბს საშუალო ცეცხლზე ვდებთ, მუდმივად ვურევთ, ნარევს ვადუღებთ. გადმოდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ სოდა, ავურიოთ – მასა უნდა გაიზარდოს მოცულობით. დაველოდოთ, სანამ ნარევი გაცივდება ოთახის ტემპერატურაზე, რის შემდეგაც დავამატებთ გაცრილი ფქვილის ნახევარს და მოვურიოთ , სანამ გლუვი არ გახდება.
დავყაროთ ფქვილის მეორე ნახევარი სამუშაო ზედაპირზე, ხელებით მოვზილოთ ცომი.,შევახვიოთ პარკში და ჩავდოთ მაცივარში 2 საათის განმავლობაში (შეგვიძლიამთელი ღამის განმავლობაში).
ცომი გაცივების შემდეგ, გავყოთ 2 ნაწილად და პერგამენტის ქაღალდზე გავაბრტყელოთ 3-4 მმ სისქის ფენად. ცომს მოვაყაროთ ფქვილი , ზემოდან დავადოთ შაბლონი და გამოვჭრათ სასურველი რიცხვი.
ზედმეტი ცომი ავიღოთ . ცომის ციფრი ჩანგლით დავჩხვლიტოთ ,რომ არ დაიბუშტოს ცხობისას .ქაღალდი გადავიტანოთ საცხობ ფირფიტაზე და წინასწარ გახურებულ ღუმელში 170 გრადუსზე გამოვაცხოთ .
გამომცხვარი ფირფიტა გავაგრილოთ ჯერ ქაღალდზე და შემდეგ ბადეზე.
კრემის მომზადება;
ნაღები მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ არ აადუღოთ.
ცხელი ნაღები დავასხათ შოკოლადს და დავაბლენდეროთ გადა ავაფაროტ საკვები პარკი და შევდოთ მაცივარში 8 საათის განმავლობაში ან მთელი ღამე.
ამის შემდეგ ცივი შოკოლადის განაში და კრემყველი ერთად ავთქვიფოთ მიქსერით. კრემი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში .
მარწყვის ან ჟოლოს კონფიტიური
საქარი და სახამებელი შევურიოთ ერთმანეთს და დავუმატოთ მარწყვის ან ჟოლოს ცივ პიურეს.
ნარევი შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და 1-2 წუთი მოვადუღთ,ვურიოთ განუწყვეტლივ.
კონფიტიური გადავნიტანოთ საკონდიტრო ტომარაში.
პირველ ფირფიტაზე კრემი დავსვათ “წვეთებად’ და მათ შორის მოვათავსოთ კონფიტიურის “წვეთები”.დავაფაროთ მეორე ფირფიტა და მოვრთოთ კრემით, მარწყვით და სხვა ზაფხულის ხილით.