ეკლერი

ინგრედიენტები :

125 მლ. წყალი

125 მლ.რძე

1/2 ჩ . კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

4-5 კვერცხი

100 გრ.კარაქი

150 გრ.ფქვილი

ცომის მე-2 ვერსია

250 მლ.წყალი

100 გრ.კარაქი

100 გრ.ფქვილი

1/3 ჩ.კოვზი მარილი

4 კვერცხი

მომზადების წესები :

რძე და წყალი ერთმანეთში შევურიოთ,ჩავყაროთ შაქარი,მწიკვი მარილი და ავადუღოთ.

როგორც კი წამოდუღდება ჩავაგდოთ კარაქი ,დავაცადოთ კარაქს გადნობა.

ადუღებულ სითხეში ჩავყაროთ ერთბაშად ფქვილი,მოვურიოთ ხის კოვზით,როგორც კი ცომი ქვაბის კედლებს მოშორდება,ერთ გუნდად შეიკვრება,მზადაა.

ცომი გადმოვდგათ და გავაგრილოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი,ნელ-ნელა შევათქვიფოთ გაგრილებულ მასას მიქსერის დახმარებით.

თუნუქის ფირფიტაზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი.ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და დავსვათ ჩვენთვის სასურველი ზომის ბურთები ერთმანეთისაგან მოშორებით ან მივცეთ ეკლერის,რგოლის  ფორმა.

შეგვიძლია კულინარიულ ტომარას გავუკეთოთ ვარსკვლავისებური თავი.

ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსზე და ვაცხობთ ქვედა წვაზე.პირველი 10 წუთი დავაცადოთ შუს ან ეკლერს  ამოსვლა.

ღუმელის კარები არ გამოვაღოთ ,ისე დავწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და ვაცხობთ კიდევ 20 წუთი.საჭიროებისამებრ, ჩავრთოთ ბოლო 1 წუთი ზედა წვა.

გამოვრთოთ ღუმელი,კარები არ გამოვაღოთ და შუ ან ეკლერი ღუმელშივე გავაგრილოთ .

შუ ან ეკლერი ამოვავსოთ მოხარშული კრემი პატისიერით ან კარამელის კრემით .ზემოდან მოვასხათ შოკოლდის განში ან შაქრის მინანქარი.

ხაჭოს ბუთხუზები – ორცხობილა ბავშვებისათვის

ინგრედიენტები  :

  • 500 გრ.ხაჭო
  • 400 მლ.არაჟანი
  • 6 კვერცხის გული
  • 2,5 ჭიქა შაქარი
  • 5-6 ჭიქა ფქვილი
  • 1 შეკვრა გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი
  • ვანილი

მომზადების წესები :

ფქვილი, შაქარი, მარილი, ვანილი და გამაფხვიერებელი შევურიოთ.

ხაჭოს შევათქვიფოთ კვერცხის გულები და არაჟანი.

მიღებულ თხევად მასას შევათქვიფოთ მშრალი ინგრედიენტები და მოვზილოთ ცომი.

ცომი შევინახოთ 1 საათი მაცივარში.

ღუმელი წინასწარ გავახუროთ 200 გრადუსამდე,შემდეგ დავუწიოთ 150 გრადუსამდე და შევდგათ გამოსაცხობად ცომისაგან დამზადებული  თანაბარი ზომის ბურთულები.

ვაცხობთ დაახლოებით 20 წუთი დაბრაწვამდე.

გემრიელი სააღდგომო ბაჭიები

ინგრედიენტები :

გემრიელი სააღდგომო ბაჭიები მოვამზადოთ კულიჩის ცომისაგანცომისაგან დამზადებული ბაჭიებს ქიშიშით გავუკეთოთ თვალები . ცხვირი და დავალაგოთ პერგამენტის ქაღალდზე, გადავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული, გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ თბილ ადგილას ასაფუებლად.

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.

 

 

 

 

 

 

 

როგორ მოვამზადოთ შოკოლადის მინანქარი კულიჩის გასაფორმებლად

ძალიან მარტივი შოკოლადის ჭიქურის რეცეპტი, რომელიც თქვენს კულიჩს განსაკუთრებულს გახდის.

ინგრედიენტები :

1 ჭიქა შაქრის პუდრა

1-2 კვერცხის ცილა

2 ჩ.კოვზი კაკაო

1 ჩ.კოვზი შაქრიანი ვანილი

1 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი ან 10 წვეთი  წყალში გახსნილი ლიმონმჟავა

მომზადების წესები :

ღრმა ჭურჭელში ჩავყაროთ შაქრის პუდრა,კაკაოს ფხვილი და შაქრიანი ვანილი.

წაიკითხეთ კულიჩის რეცეპტები  აქ >>

შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე, დავუმატოთ ლიმონის წვენი,კვერცხის ცილა და ავსრისოთ კოვზით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

 

სამეფო კულიჩი ( პასკა) კვერცხის გულებითა და ნაღებით

სამეფო პასკა – ნამდვილად ამართლებს სახელს! ინგრედიენტების მიხედვით იგი ძვირი გამოდის,მაგრამ ის ხომ სამეფოა.გამოაცხვეთ პასკა ამ რეცეპტით და მიიღებთ დიდ სიამოვნებას!

ინგრედიენტები :

6 ჭიქა ფქვილი(200 მლ)

3 ჭიქა  20-22%  ნაღები ( 200 მლ) ან 3,2 % რძე

200 გრ.კარაქი

1 ჭიქა შაქარი ( 200 მლ)

10 გრ.საფუარი

15 კვერცხის გული

40 გრ.ილი

7 გრ. დაფქული მუსკატის კაკალი

30 გრ.ქიშმიში

ნუში გემოვნებით

მომზადების წესები :

3 ჭიქა ფქვილს შევურიოთ საფუარი ,დავასხათ 1 ჭიქა ნაღები,მოვზილოთ ცომი და  დაველოდოთ ხაშის აფუებას.

აფუებულ მასას შევათქვიფოთ შაქარი,კვერცხის გულები და ოთახის ტემპერატურამდე დარბილებული კარაქი.

კარაქი სასურველია,წინასწარ კუბებად დავჭრათ,რომ ადვილად შევათქვიფოთ.

მიღებულ მასას შევურიოთ დარჩენილი ფქვილი, ნაღები, მუსკატის კაკალი, ილი, გადავაფაროთ და დაველოდოთ ამოსვლას.

ფორმას წავუსვათ ცხიმი,მოვაყაროთ საფანელი.

ამოფუებულ ცომს შევაზილოთ ქიშმიში და დაჭრილი ნუში.

ცომი დავყოთ გუნდებად და ფორმები ნახევრამდე შევავსოთ .

ფორმებში ცომი კიდევ ამოვა და შეავსებს.

შევდოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.

სულ ესაა! გააფორმეთ სურვილისამებრ და გემრიელად მიირთვით!

 

 

 

 

ბატკნის ფორმის სააღდგომო კექსი

ამ კექს სააღდგომო სუფრაზე შეხვდებით.მის გამოსაცხობად სპეციალური ბატკნის ფორმის ყალიბი არის საჭირო.

ინგრედიენტები:

2 კვერცხი

2 ჭიქა ფქვილი

1 ჭიქა არაჟანი

100 გრ.კარაქი

1 5 ს.კოვზი ზეთი

1,5 ჭიქა შაქარი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

1/4 ჭიქა ქიშმიში

ვანილი

მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ.

ქიშმიში გავრეცხოთ და შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოვით.

მიქსერით გოგლი მოგლი მოვამზადოთ,შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და არაჟანი.მიღებულ მასას შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები,ქიშმიში.

ყალიბს წავუსვათ კარაქი,მოვაყაროთ საფანელი,ჩავასხათ ცომი,დავაფაროთ მეორე ნაწილი და შევდგათ გამოსაცხობად 180 გრადუსზე  60  წუთი.

20-25  წუთის შემდეგ ფორმა გადავაბრუნოთ და კვლავ გამოვაცხოთ კიდევ 35-40  წუთი .

მზა სააღდგომო კექს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.ბატკანს შევაბათ წითელი ლენტი.

 

ხაჭოს სირნიკები,ოლადები ( მაჭკატები ) – იდეალური ბლინები

ინგრედიენტები :

500 გრ. მშრალი ხაჭო ( 5%)

50 გრ.კვერცხის გული +40 გრ.ცილა ანუ 1 კვერცხი და 2 კვერცხის გული

50 გრ.ფქვილი

25 გრ. შაქარი

მწიკვი მარილი

100 გრ ფქვილი სირნიკების ამოსასვრელად

მომზადების წესები :

ხაჭოს სირნიკების მომზადებისას გაითვალისწინეთ,რომ ხაჭო უნდა იყოს მშრალი , ნაკლებცხიმიანი და აუცილებლად უნდა დავიცვათ გრამაჟი.

ხაჭო გავატაროთ საცერში.

ინგრედიენტებით მოვზილოთ ცომი.

მაგიდაზე დავყაროთ  100 გრ.ფქვილი

ხაჭოს ცომისგან მოვამზადოთ ბურთულები და ამოვსვაროთ ფქვილში.

სირნიკები შევწვათ ზეთში ტაფაზე.

 

როგორ მოვამზადოთ დესერტები კულიჩის ორცხობილისაგან – 5 განსხვავებული რეცეპტი

როცა აღდგომის დღესასწაული ჩაივლის,თითქმის ყველას გვრჩება  გამომშრალი კულიჩის ( ხატის პური) ნარჩენები , მათი გადაყრა კი  ძალიან დასანანია.ჩვენ შეგვიძლია მოვამზადოთ გამომშრალი  პასკის  ( სუხარი) ნაჭრებისაგან  საუკეთესო და გემრიელი დესერტები.

 ზარმაცების შარლოტკა

ინგრედიენტები :

გამომშრალი კულიჩის  ორცხობილა( სუხარი)

2 კვერცხი

2 ვაშლი

2 ს.კოვზი შაქარი

1 ს.კოვზი საფანელი

1 ს.კოვზი მარგარინი

1,5 ჭიქა რძე

0,5 შავი ქლიავის ჩირი

0,5 ჭიქა ნიგოზი

მომზადების წესები :

გამომშრალი კულიჩი დავჭრათ ნაჭრებად.

შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ,შევურიოთ რძე.

ვაშლი გავრეცხოთ,გავთალოთ,გული გამოვაცალოთ და დავჭრათ .

შავი ქლიავი გავრეცხოთ,დავასხათ ცხელი წყალი,ცოტა ხნით გავაჩეროთ ,შემდეგ დავწრიტოთ ან შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით.

გულსართის დამზადება: შევურიოთ დაჭრილი შავი ქლიავი,ვაშლი და დატეხილი თხილი.

ფორმას ფსკერზე და გვერდებზე  მოვაუსვათ ცხიმი ,მოვაყაროთ საფანელი .

კულიჩის ნაჭრები დავალბოთ კვერცხისა და რძის ნარევში.

ფორმის ფსკერზე და გვერდებზე  ერთ ფენად დავაწყოთ დამბალი კულიჩის ნაჭრები,დავაყაროთ გულსართი ,დავაწყოთ ზემოდან კულიჩის ნაჭრები,მოვასხათ დარჩენილი კვერცხისა და რძის ნარევი.

გამოვაცხოთ ღუმელში 20-30 წუთი.

ჰაეროვანი პეროგი კულიჩის ნარჩენებისაგან

ინგრედიენტები :

350 გრ.კულიჩის ორცხობილა( სუხარი)

200 მლ.რძე

100-159 გრ.კარაქი

5 კვერცხი

60 გრ.კარაქი

100 გრ.არაჟანი

80 გრ.ნიგოზი

80 გრ.შოკოლადი

საფანელი

მომზადების წესები :

კულიჩის  ხმელი ნაჭრები დავალბოთ რძეში.

ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ საფანელი.

კარაქი გავალღოთ და გავაგრილოთ.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა მწიკ მარილთან ერთად.

კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქართან ერთად, შევურიოთ არაჟანი და გამდნარი კარაქი.ეს მასა დავასხათ კულიჩის ნაჭრებს და კარგად დავაბლემდეროთ ხელის ბლენდერით,რომ არ დაგვრჩეს  კულიჩის მსხვილი ნაწილაკები.

ცომში შევურიოთ ათქვეფილი კვერცხის ცილა ,დაჭრილი თხილი და შოკოლადი.

ცომი გადავიტანოთ ფორმაში და 200 გრადუსზე გამოვაცხოთ.

პეროგი გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

კულიჩის ტორტი

ინგრედიენტები :

კულიჩის ორცხობილა ( სუხარი)

30% ნაღები 500 მლ

100 გრ.შაქარი

ხილის სიროფი

ატმის კონსერვი

მომზადების წესები ;

კულიჩის ნაჭრები დავნამოთ ხილის სიროფით.

ნაღები ავთქვიფოთ მყარ  პიკამდე და შევურიოთ შაქარი.

ფორმაში ფენა-ფენა ჩავალაგოთ კულიჩის ნაჭრები, ფენებს შორის და ზემოდან  წავუსვათ ნაღების კრემი და დავალაგოთ დაჭრილი ატმები.

ზედა ფენა გავაფორმოთ დაჭრილი ატმებით.

დესერტი  შევდოთ მაცივარში 6 საათი და ამის შემდეგ მივირთვათ.

ფორთოხლის დესერტი

ინგრედიენტები :

კულიჩის ნაჭრები

0,5 ჭიქა ფორთოხლის წვენი

1 30 % ჭიქა ნაღები

1/3 ჭიქა შაქრის პუდრა

ბანანი,კივი,ფორთოხალი

შოკოლადი,ლიქიორი

 მომზადების წესები :

ფორთოხლის წვენში ჩავყაროთ შაქარი და მივიყვანოთ ადუღებამდე,შაქრის გადნობამდე.

სიროფი გავაგრილოთ და შევურიოთ ლიქიორი.

მიღებული სიროფით დავნამოთ კულიჩის  ორცხობილის ნაჭრები

ცივი ნაღები ავთქვიფოთ მყარ პიკამდე,შევურიოთ შაქრის პუდრა და გავაციოთ.

ფორმებში ფენა-ფენა ჩავაწყოთ კულიჩის ნაჭრები,ფენებს შორის მოვასხათ კრემი,მოვაყაროთ დაჭრილი ხილი.

ზემოდან გავაფორმოთ გახეხილი შოკოლადით.

კულიჩის ორცხობილის ( სუხარის) პუდინგი

4 ნაჭერი კულიჩის ორცხობილა

50 გრ.კარაქი

2 ს.კოვზი შაქრის პუდრა

250 მლ.რძე

2 კცერცხი

70 გრ.შაქარი

ნახევარი ფორთოხლის ცედრა

ჯავზი გემოვნებით

შაქრიანი ვანილი გემოვნებით

დარიჩინი გემოვნებით

მომზადების წესები :

კარაქს შევურიოთ დარიჩინი,ჯავზი.

კულიჩის ორცხობილებს მოვაშოროთ ქერქი.

ფორმებს მოვუსვათ არომატული კარაქი ფსკერზე და გვერდებზე.

კარაქი წავუსვათ კულიჩის ორცხობილის ნაჭრებსაც და ცხიმიანი ზედაპირით ქვემოთ ჩავდოთ ფორმებში,მივადოთ გვერდებს.

რძე შევათფოთ,გავხსნათ შიგნით შაქრიანი ვანილი.

კვერცხი ავთქვიფოთ შაქართან  ერთად გადნობამდე.

გათქვეფილ კვერცხს სათქვეფით შევურიოთ რძე.

კრემი დავასხათ ორცხობილებს და ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

თუნუქის ფირფიტაზე დავასხათ წყალი, ჩავაწყოთ ფორმები და 40-45 წუთი ვაცხობთ 180 გრადუსზე.

გამომცხვარი პუდინგი გავაგრილოთ და შემდეგ გადმოვაბრუნოთ თეფშზე.

 

სააღდგომო შოკოლადის კულიჩი

ინგრედიენტები :

ხაში :

0,5 ლიტრა რძე

2 ჭიქა ფქვილი

2 ს.კოვზი მშრალი საფუარი ან 50 გრ.ნედლი

1 ს.კოვზი შაქარი

ინგრედიენტები ცომისათვის :

200 გრკარაქი

2 ჭიქა  შაქარი ( 260 გრ)

1 ს.კოვზი ზეთი

4 კვერცხი

200 გრ.შოკოლადი

ვანილი

40 გრ.ნუშის ფანტელები

1 ფორთოხალი

ქიშმიში გემოვნებით

დაახლოებით 1 კგ.ფქვილი,, ხაშთან ერთად 1300 გრ

ამ რაოდენობის ინგრედიენტებით გამოდის 4 დიდი ზომის კულიჩი.

მომზადების წესები :

ქიშმიში დავალბოთ ცხელ წყალში. დამბალ ქიშმიშს წყალი გადავუწუროთ და შევაშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით.

ჯერ მოვამზადოთ ოპარა: თბილ რძეში გავხსნათ საფუარი,შაქარი და ფქვილი,გადავაფაროთ თავზე ,დავდოთ თბილ ადგილას და დაველოდოთ ამოფუებას.

კვერცხი შაქართან ერთად ავთქვიფოთ გათეთრებამდე.

კარაქი გავადნოთ.

შოკოლადი გავადნოთ ორთლის აბაზანაზე.

აფუებულ ხაშს შევურიოთ ერთი ფორთოხლის წვენი და ცედრა, გოგლი – მოგლი, ქიშმიში, გამდნარი კარაქი, შოკოლადი . დაჭრილი ნუში და ფქვილი კარგად მოვურიოთ. ცომი უნდა ეწეპებოდეს ხელს.თავსახური დავაფაროთ,დავდოთ თბილ ადგილას და დაველოდოთ ცომის მეორედ ამოსვლას.

ამოსული ცომი ჩავზილოთ ,ისევ თავსახური დავახუროთ და დაველოდოთ მესამედ ამოსვლას.

ფორმებს მოვუსვათ ცხიმი,მოვაყაროთ ფქვილი და ნახევრამდე შევავსოთ ცომით. ფორმებს გადავაფაროთ და დაველოდოთ ცომის ამოსვლას.

კულიჩები გამოვაცხოთ  180 გრადუსზე და გავაფორმოთ სურვილისამებრ.

 

 

 

 

 

 

 

გერმანული კულიჩი – მარტივი რეცეპტი

ინგრდიენტები :

1 კგ.ფქვილი

6 კვერცხი

4 კვერცხის გული

200 გრ.კარაქი

100 გრ. არაჟანი

350 გრ.შაქარი

15 გრ.შაქრიანი ვანილი

1 ლიმონი

1 ფორთოხალი

200 გრ.ქიშმიში

140 გრ.ცუკატები

ინგრედიენტები ხაშისათვის:

100 გრ.ფქვილი

2 ს.კოვზი შაქარი

14 გრ.მშრალი საფუარი

200 მლ.რძე

მომზადების წესები :

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი,შაქარი და ფქვილი.მასას გადავაფაროთ პლასტიკი და გავაჩეროთ თბილ ადგილას ასაფუებლად.

კვერცხები გავაცაკლავოთ გულებისაგან.

შაქარი გავყოთ 2 ნაწილად.

კვერცხის გულები გათეთრებამდე ავთქვიფოთ შაქართან ერთად.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა ნახევარ შაქართან ერთად.

ფრთხილად შევურიოთ ათქვეფილი კვერცხის გულები და ცილა,შემდეგ დავაყაროთ  300 გრ. ფქვილი,დავუმატოთ ოპარა და მოვზილოთ ცომი.ცომს გადავაფაროთ ტილო და დავდოთ თბილ ადგილას.

კარაქი გავადნოთ,შევურიოთ არაჟანი,ციტრუსების ცედრა,1/3 ლიმონის წვენი,.ეს ნარევი დავასხათ ცომს,დავუმატებთ დანარჩენ ფქვილს და მოვზილოთ.

ცომი გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე,კარგად მოვზილოთ. მივიღებთ რბილ ცომს,რომელიც ოდნავ ეწეპება ხელებს. შემდეგ შევურიოთ ცუკატები და ქიშმიში ,გადავაფაროთ და 1,5 გავაჩეროთ თბილ ადგილას.

ფორმებს წავუსვათ ცხიმი,მოვაყაროთ ფქვილი,ცომით 1/3 ავავსოთ,დაველოდოთ ამოსვლას,გადავუსვათ კვერცხის ცილა და 160 გრადუსზე გამოვაცხოთ 60 წუთი.

გამომცხვარი კულიჩი გავაფორმოთ  ცილოვანი მინანქრით ან შაქრის მინანქრით.