a37dbba690b821d47df9296e57e8183d
5/5

მჭადის კლასიკური და არატრადიციული რეცეპტი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

350-400 გრ.ფქვილი

1/4 ჩ.კოვზი მარილი

1 ჭიქა თბილი წყალი(შეიძლება დაგვჭირდეს უფრო მეტი ,ფქვილს გააჩნია)

მომზადების წესები :

ფქვილში შევურიოთ მარილი,დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ მჭადის თხელი ცომი.ცომი უნდა ვზილოთ 10 წუთი,შემდეგ ნახევარი საათი დავასვენოთ.თხელი ცომი გასქელდება .სველი ხელებით ამოვიღოთ გუნდები,გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ ან ღუმელში ან ბლომად ზეთმოსხმულ ტაფაზე.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი მჭადს ზელს ხელისთვის გასაძლისად ცხელ წყალში.მჭადი შეგვიძლია მოვზილოთ ბორჯომში.

ამ წესით გამომცხვარი მჭადს ძალიან უხდება ნიგვზიანი ბადრიჯანი .

მჭადი ქინძით.მეორე ვარიაცია

300 გრ.მჭადის ფქვილი

1 პატარა კონა ქინძი

ცოტა მარილი

მომზადების წესები :

ფქვილში შევურიოთ მარილი და წვრილად დაჭრილი ქინძი,დავასხათ წყალი,მოვზილოთ ცომი.ცომი ვზილოთ დიდხანს და აუცილებლად დავასვენოთ ნახევარი საათი.

ცომი დავყოთ გუნდებად და გამოვაცხოთ ზეთიან ტაფაში.

მჭადი ტარხუნით. მესამე ვარიაცია

400 გრ.მჭადის ფქვილი

1 კონა ტარხუნა

ცოტა მარილი

წყალი, რამდენსაც შეიზელს

მომზადების წესები :

ტარხუნის ღეროებს მოვაშოროთ ფოთლები და ძალიან წვრილად დავჭრათ.

ფქვილს შევურიოთ მარილი,დაჭრილი ტარხუნის ფოთლები,დავასხათ წყალი და მოვზილოთ.გამოცხობის წესი იგივეა.ამ წესით გამომცხვარი მჭადს ძალიან უხდება პრასის , კეჟერა და წითელი ფხალი.

ნიგვზიანი მჭადები 

500 გრ.სიმინდის ფქვილი

1 ჭიქა გატარებული ნიგოზი

1 სუფრის კოვზი საფუარი

4  კბილი გატარებული  ნიორი

3 ჩაის კოვზი უცხო სუნელი

2 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი

3 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი

მომზადების წესები :

ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთში,მოვზილოთ  ცომი თბილი წყლით ,გავაჩეროთ 20 წუთი  და სველი ხელებით ამოვიღოთ გუნდები,გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ ან ღუმელში ან ბლომად ზეთმოსხმულ ტაფაზე..

რჩევა : ასევე ძალიან გემრიელია მწადი ბროწეულის მარცვლებით.მჭადის ცომს შეგვიძლია დავუმატოთ მოხარშული ლობიოს მარცვლები.

მჭადის გულსრთად შესაძლებელია გამოვიყენოთ  ჩხიებად დაჭრილი ყველი ან შეზავებული ლობიო.

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here