ინგრედიენტები :
1 გოჭი
200 გრ.კარაქი
50 გრ.აჯიკა
მარილი გემოვნებით
მომზადების წესები :
გასუფთავებული და გარეცხილი გოჭი მოვათავსოთ ღუმელის ტაფაზე,გარედან და შიგნიდან წავუსვათ აჯიკა,მოვასხათ გამდნარი კარაქი და ფუნჯით თანაბრად გადავანაწილოთ.გოჭს ჩლიქებზე, კუდზე და ყურებზე შემოვახვიოთ ფოლგა.
გოჭი ღუმელში გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 20 წუთი,შემდეგ გამოვიღოთ,ფუნჯით გადავუსვათ ისევ გამღვალი კარაქი ან გამოყოფილი წვენი, ტემპერატურა 170 გრადუსამდე დავწიოთ და შევწვათ 35-40 წუთი. ხორცის შეწვას შეიძლება მეტი დრო დაჭირდეს,გააჩნია როგორი ღუმელი გვაქვს.ხშირ შემთხვევაში გოჭის შეწვას 1,5-2 საათი ჭირდება .
შემწვარი გოჭი იმერულად, წაიკითხეთ რეცეპტი.
შეწვის დროს,ყოველ 15 წუთში წავუსვათ გაღვალი კარაქი.შემწვარი გოჭი შევაგრილოთ და შემდეგ დავჭრათ.მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები და მივირთვათ ტყემალთან ერთად.
ყველით გამოტენილი შემწვარი გოჭი
გოჭი გავრეცხოთ,გავასუფთაოდ,წავუსვათ მარილი გარედან და შიგნიდან.
კუჭ-ღვიძლი მარილწყალში მოვხარშოთ,დავჭრათ წვრილად,დავამატოთ დაჭრილი უმარილო ყველი,პიტნა,ტარხუნა,მარილი,კარგად აურიოთ.ამ გამზადებული მასით გამოვუტენოთ გოჭს მუცლის ღრუ,ძაფით ამოვკეროთ,შევწვათ ღუმელში ან შამფურზე.