Сациви-из-индейки-768x445
5/5

საახალწლო ინდაურის საცივი – გამოცდილი დიასახლისების რეცეპტი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

1 ცალი ინდაური

700 გრ.ნიგოზი

2 თავი ხახვი

2 ჩ.კოვზი უცხო სუნელი

2 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი

1 ჩაის კოვზი ზაფრანა(ყვითელი ყვავილი)

დანის წვერით  დარიჩინი სურვილისამებრ

4-5 მიხაკის ბუტკო სურვიისამებრ

4-5 კბილი ნიორი

1 დაფნის ფოთოლი

4-5 მარცვალი ბაჰარი

2 კონა ცოცხალი ქინძი

ძმარი

მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესები :

ინდაური მოვხარშოთ და მოვაყაროთ მარილი. ამის შემდეგ, თუ სურვილი გვაქვს ინდაური გამოვაცხოთ ღუმელში.

ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.

ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვხრაკოთ ინდაურის ნახარშის თავზე მომდგარ ცხიმში და ცოტა კარაქში.კარაქი აძლევს ძალიან კარგ გემოს. ხახვს მოხრაკვის დროს მოვაყაროთ მარილი.

ხახვი გავწუროთ ოთხფენა მარლაში.წვენი შევინახოთ.

ცალკე თასში მოვათავსოთ გატარებული ნიგოზი,ნიორი  , სუნელები,კარგად შევურიოთ , გამოვხადოთ ზეთი და მოვათავსოთ ცალკე ჭიქაში.

ნიგოზს დავასხათ ინდაურის ნახარში,მოშუშული ხახვის წვენი .

ბევრი გამოცდილი დიასახლისი მოშუშულ ხახვს აბლენდერებს და შეურევს ნიგვზის მასში

ნიგვზის  მასა დავდგათ ცეცხლზე,დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, ჩავყაროთ ბაჰარი ,მიხაკის ბუტკო,დავუმატოთ ნახარში  და მივიყვანოთ ადუღებამდე .

ქინძი დავნაყოთ , მარლაში გავწუროთ და წვენი ჩავასხათ საცივში.

ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან,ჩავალაგოთ ინდაურის ხორცის დაჭრილი ნაჭრები,ისევ მივიყვანოთ ადუღებამდე. დავუმატოთ დარიჩინი,წიწაკა სურვილისამებრ.

გაციებულ საცივს ჩავამატოთ გადადუღებული და გაგრილებული  ძმარი გემოვნებით.

გადადუღებული ძმარი საცივს მუქ ფერს არ აძლევს.

ფქვილი საცივის მომზადებისას არ გამოვიყენოთ.თუ საცივი თხელი გამოგვივიდა,იგი გავასქელოთ კვერცხის გულით.აღნიშნული რაოდენობის ინგრედიენტებს დაახლოებით დაჭირდება 3-4 ცალი კვერცხის გული.

კვერცხის  გული კარგად დავაბლენდეროთ ან ავთქვიფოთ მიქსერით,შევურიოთ საცივის წვენს და მივიყვანოთ ადუღებამდე.

ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი საცივს არ უმატებს ყვითელ ყვავილს . ამ შემთხვევაში საცივს აქვს თეთრი ფერი.

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here