48140_mAmy_nibLpg
5/5

ესპანური ჩუროსი შოკოლადის ცხარე სოუსით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

1 ჭიქა წყალი

1 ჭიქა ფქვილი

მწიკვი მარილი

2-3 კვერცხი

150 გრ.კარაქი

1/2 ჩ.კოვზი დარიჩინი

4 ს.კოვზი შაქარი

1 ს.კოვზი შაქრის პუდრა

4 ჭიქა ზეთი შესაწვავად

 

მომზადების წესები :

ალუმინის ქვაბში წყალი,მარილი,შაქარი,კარაქი ერთმანეთში შეურიოთ,ავადუღოთ.

ცხელ სიროფში ჩაყაროთ დარიჩინი, ფქვილი,ხის კოვზით მოვურიოთ.ცომი,როგორც კი  ერთ გუნდად შეიკვრება, გადმოვდგათ ცეცხლიდან,გავაგრილოთ და მიქსერით შევათქვიფოთ კვერცხი.მივიღებთ ძალიან მკვრივ,მოხარშულ ცომს.

ცომი გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში ვარსკვლავისებური თავით.

ღრმა ქვაბში გავაცხელოთ ზეთი, საკონდიტრო ტომრიდან პირდაპირ ჩავდოთ ცომის ულუფები.

ულუფები მოვჭრათ დანით.ჩუროსი შევწვათ ყველა მხრიდან.დესერტი გადავიტანოთ

ქაღალდის ხელსახოცზე,რომ ზედმეტი ცხიმი დაიწრიტოს.

მოვაყროთ შაქრის პუდარა.

 

სოუსი:

1 ფილა შავი შოკოლადი

1/2 ჭიქა რძე

1/4 დარიჩინი

1/4 წითელი დაფქული წიწაკა.

 

შოკოლადი დავტაროთ,დავაყაროთ სანელებლები,დავასხათ ადუღებული რძე და კარგად მოვურიოთ, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი შოკოლადის ცხარე სოუსი.

თუ ცომში დარიჩინს გამოვიყენებთ,მაშინ სოუსში ეს სუნელი არ დავამატოთ.

ვარიაცია:

ჩუროსის მომზადების წესი იგივეა.ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი და ჩუროსი გამოვაცხოთ ისე,როგორც ეკლერები.ცხელი ჩუროსი ამოვსვაროთ შაქარში.

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here