ინგრედიენტები :
კრემი:
500 გრ.სქელი არაჟანი
200 გრ.შაქრის პუდრა
ვანილი
საცერში ჩავაფინოთ 4 ფენად მარლა,მოვათავსოთ არაჟანია,საცერი ჩავდოთ თასში და შევდოთ მაცივარში მთელი ღამე.
ან არაჟანი მოვათავსოთ 4 ფენა მარლაში, ჩავკიდოთ თასში,ქვემოთ მეორე თასი შევუდგათ და დაკიდებული შევდოთ მაცივარში მთელი ღამე.
არაჟანი გადავიტანოთ ჭურჭელში და შევათქვიფოთ მიქსერით საშუალო სიჩქარეზე შაქრის პუდრა,ვანილი.
შაქრის პუდრა არაჟანში ჩავყაროთ კოვზობით და ვთქვიფოთ 3 წუთი.
არაჟანის კრემის მომზადება კვერცხის ცილით.
არაჟანი (20%) – 500 მლ
კვერცხის ცილა – ½ ცალი
შაქარი – 200 გრ
არაჟანი ჩავასხათ ოთხფენა მარლაში, რომელიც მოთავსებულია საწურში.მარლის კუთხეები შევკრათ,დავახუროთ თეფში და დავადოთ სიმძიმე და ასე შევდოთ 1,5-2 საათი მაცივარში.
კვერცხის ცილის ნახევარი ავთქვიფოთ და შაქართან ერთად მიქსერით არაჟანს შევათქვიფოთ.
მეორე ვერსია:
150 გრ.არაჟანი
150 გრ.ნაღების კარაქი
150 მლ.რძე
3/4 ჭიქა შაქრის პუდრა
არაჟანი,კარაქი,რძე და შაქრის პუდრა ერთმანეღში ავთქვიფოთ.
თუ გვინდა კრემი თხელი გამოგვივიდეს,მაშინ შაქრის პუდრის ნაცვლად შევათქვიფოთ შედედებული რძე.
მესამე ვერსია:
500 გრ.არაჟანი
250 გრ.ყველი მასკარპონე
210 გრ.შაქრის პუდრა
არაჟანში ავთქვიფოთ შაქრის პუდრა.
ცალკე ავთქვიფოთ მასკარპონე .
ორივე მასა ერთმანეთში შევურიოთ მიქსერით.