ინგრედიენტები:
250 მლ.წყალი
100 გრ.კარაქი
100 გრ.ფქვილი
1/3 ჩ.კოვზი მარილი
4 კვერცხი
კრემი:
500 გრ.სქელი არაჟანი
200 გრ.შაქრის პუდრა
ვანილი
გასაფორმებლად:
50 გრ.შოკოლადი
კარამელი
აღნიშნული ინგრედიენტებით მოვამზადოთ მოხარშული ცომი
http://localhost/fuck/index.php/2016-09-09-13-15-25/item/420-2018-05-09-13-36-26
გამოვაცხოთ პატარა ზომის ეკლერები.
პერგამენტის ქაღალდზე ფანქრით დავხაზოთ 8-9 სმ სიგრძის ხაზები და მათ შორის მანძილი უნდა იყოს 6 სმ.
ცომი გამოცხობისას დაახლოებით ორჯერ გაიზრდება ზომაში.
პერგამენტის ქაღალდი გადავაბრუნოთ და დავაფინოთ ღუმელის ტაფაზე.
საცხობ ფორმაში გადავიტანოთ ცომი და ხაზებზე დავსვათ 8სმ სიგძისა და 1 სმ სისქის ეკლერები.გამოვაცხოთ ისე,როგორ შუებს ვაცხობთ.
მოვამზადოთ არაჟნის კრემი.
არაჟანი მოვათავსოთ 4 ფენა მარლაში, დავკიდოთ დასაწურად და შევდოთ მაცივარში მთელი ღამე. არაჟანი გადავიტანოთ ჭურჭელში და შევათქვიფოთ მიქსერით საშუალო სიჩქარეზე შაქრის პუდრა,ვანილი.
შაქრის პუდრა არაჟანში ჩავყაროთ კოვზობით და ვთქვიფოთ 3 წუთი.
24 სმ დიამეტრის ფორმაში ფსკერზე გადავანაწილოთ 4 ს.კოვზი არაჟანი და დავალაგოთ კრემში ამოსვრილი პატარა ეკლერები.
პირველ ფენაზე დავალაგოთ ეკლერები პერპენდიკულარულად ,დარცენილი სივრცეები ამოვავსოთ ნამცხვრის ნატეხებით,
დავასხათ კრემი(მოვიტოვოთ 3 ს.კოვზი) ზემოდან და თანაბრად გადავანაწილოთ.
ტორტს შემოვახვიოთ პლასტიკი და შევინახოთ 3-4 საათი მაცივარში.ტორტის დასადგამს შემოვახვიოთ ფოლგა .ტორტს პლასტიკი მოვხსნათ,დანის პირით შემოვუაროთ,გავუხსვათ გვერდები
და თავდაღმა გადავიტანოთ დასადგამზე.
ტორტს ირგვლივ წავუსვათ გადანახული არაჟანის კრემი,მოვრთოთ ორთქლზე გამდნარი შოკოლადით(მოვაწუწოთ კოვზით) და კარამელით.