ინგრედიენეტბი :
მოხარშული ცომი
მოხარშული კრემი
კარამელი
მომზადების წესები :
დავაცხოთ პატარა ზომის შუები ცომი კრაქელინით”craqueline”
მოვამზადოთ მოხარ და პროფირტოელები ამოვავსოთ ჩვენთვის საყვარელი კრემით.
ავიღოთ A1 ფორმატი და კონუსი დავამზადოთ ისე,როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.
რაც უფრო შევწევთ გვერდებს,მით მეტი ვიწრო და მაღალი გამოვა კონუსი.
ფანქარს ერთ ბოლოზე მოვაბათ ჩვენთვის საჭირო სიგრძის ძაფი .
კონუსის კიდეები მივამაგროთ საკანცელარიო წებოვანი ზონრით.
კონუსს ზემოდან შემოვახვიოთ პლასტიკი, შემოხვევა დავიწყოთ მწვერვალიდან.
შემდეგ კი ავაწყოთ ტორტი ისე,როგორც ეს სურათზე არის ნაჩვენები.
მოვამზადოთ კარამელი .
100 გრ.შაქარი ჩავყაროთ სქელძირიან ალუმინის ქვაბში,დავასხათ 35 მლ.წყალი,დანის წვრით ჩავყაროთ ლიმონმჟავა დამოვადუღოთ სიროფი.როგორც კი მიიღებს სიროფი ქარვის ფერს,ქვაბი სწრაფად მოვათავსოთ ცივ წყალში.
კარამელი კიდევ უფრო მეტად გამუქდება.კარამელი ,როგორც კი ოდნავ შესქელდება ,პროფიტროლებს ძირზე კოვზით წავუსვათ და თან ავაწყოთ ტორტი ზემოთ ნაჩვენები სურათის მიხედვით
კროკენბუშს შემოვახვიოთ კარამელის ძაფები.
150 გრ.შაქარი ჩავყაროთ სქელძირიან ქვაბში და დავამზადოთ კარამელი.როდესაც კარამელი ოდნავ გაგრილდება და დაიწყება ძაფების წარმოქმნა,ქვაბის მეშვეობით შემოვახვიოთ კროკენბუშს ძაფები.ვიმოქმედოთ სწრაფად,რომ კარამელი არ გამაგრდეს.მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
კროკენბუში შეგვიზლია დავამზადოთ დონატებით და ბეზეს ნამცხვრებით.
კონუსში შეგვიძლია ჩავწყოთ ეშუ, პროფიტროლები ( ძირები ამოვსვაროთ კარამელში), შევდოთ მაცივარში 10-12 საათი და შემდგომ მოვხსნათ ქაღალდი.
გავაფორმოთ სურვილისამებრ.