ინგრედიენტები :
170 გრ.შაქარი
30 გრ.ინვერტური სიროფი ან გლუკოზა
30 გრ.წყალი
240 გრ.ნაღები
60 გრ.კარაქი
4 გრ.მარილი
მომზადების წესები :
სქელძირიან ალუმინის ქვაბში ჩავყაროთ შაქარი,დავასხათ წყალი,ინვერტული სიროფი ან გლუკოზა და საშუალო ცეცხლზე მოვადუღოთ კარამელი.როგორც კი კარამელი, მუქი ფერის გახდება, ჩავამატოთ ნაღები და ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი.
რჩევა:კარამელის მოზადებისას ქვაბში ჯერ ჩავყაროთ შაქარი და მერე დავასხათ წყალი.კარამელს ვაცადოთ მომზადება.
უმჯობესია კოვზით არ მოვურიოთ,თორემ დაკრისტალდება.კოვზი გამოვიყენოთ კარამელში ნაღებისა და კარაქის შერევის დროს.
ბოლოს დავუმატოთ მარილი და გავაციოთ.
კარამელის კრემის მომზადება . მე-2 ვერსია.
250 გრ.შაქარი
250 მლ.მაღალპროცენტიანი ნაღები
1ჩ.კოვზი მარილი
50 მლ.წყალი ან ლიმონის წვენი
50 გრ.ნაღების კარაქი
მომზადების წესები :
ქვაბი გავახუროთ .
გახურებულ ალუმინის ქვაბში ჩავასხათ წყალი, დავაყაროთ შაქარი ,ქვაბი შევანჯღრიოთ და საშუალო ცეცხლზე მოვადუღოთ .
დამწვარი შაქრის მორევა არ შეძლება,რომ არ დაგვიკრისტალდეს.
როგორც კი კარამელი ქარვისფერი გახდებასველი ფუნჯით ქვაბის კედლებიდან მოვაშოროთ შაქრის კრისტალები, რომ არ დაკრისტალდეს.გავაგრძელოთ კარამელის მოდუღება ,სანამ ყავისფერი გახდება, დაახლოებით 10 წუთი.
თუ გვაქვს კულინარიული თერმომეტრი,მოვადუღოთ 160 გრადუსამდე.კარამელი გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ მარილი,კარაქი და ნაღები.კარამელი აფუვდება,ქვაბიდან გადმოსვლას დააპირებს,კარგად მოვურიოთ და დაჯდება.
კარამელი ისევ დავაბრუნოთ ცეცხლზე და ვადუღოთ 3-4 წუთი.ოდნავ გავაგრილოთ,გადავიტანოთ მინის ქილაში
და შევდოთ მაცივარში.კარამელი ინახება 1 თვე.