Без названия (53)
5/5

იტალიური კროსტატა მარწყვით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

ცომი

200 გრ.ფქვილი

2 ს.კოვზი შაქარი

2 ს.კოვზი ლიმონის ცედრა

2 ს.კოვზი ზეითუნის ზეთი

მარილი

120 მლ.ვაშლის წვენი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი( თუ კარგი ღუმელი არ გვაქვს)

მომზადების წესები :

ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებით მოვზილოთ ცომი,შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ 1 საათი მაცივარში.

ტარტის ფორმას (დიამეტრი 24 სმ)წავუსვათ ზეთი.

ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე.

ცომი გავაბრტყელოთ ,ჩავაფინოთ ფორმაში,ამოვიყვანოთ გვერდებზე, ძირი ჩანგლით დავჩხვლიტოთ, ზევიდან დავაფინოთ პერგამენტოს ქაღალდი ან ფოლგა,დავადოთ სიმძიმე( ლობიოს მარცვლები ან ბრინჯი)და გამოვაცხოთ ღუმელში 10 -15 წუთი.

გულსართი:

500 გრ.მწიფე მარწყვი

200 გრ.ბრინზა.თუ არ გვაქვს, მოვამზადოთ მის გარეშე

4 კვერცხი( ცილა)

10 გრ.ჟელატინი

ლიმონის წვენი

5 ს.კოვზი წყალი

ჟელატინი დავალბოთ წყალში და გავადნოთ ცეცხლზე.( არ შეიძლება ადუღება).

ბრინზა და მარწყვი  კუბებად დავჭრათ.

კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გათეთრებამდე.

მარწყვს მოვაყაროთ შაქარი და მოვასხათ ლიმონის წვენი.

ყველა ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ და გულსართით ამოვავსოთ გამომცხვარი კალათა.

შევდოთ მაცივარში 2 საათი.

იტალიელები კროსტატას ამზადებენ ალუბლით,სხვადასხვა კენკროვანით,ლიმონის კრემით და მოხარშული კრემითაც.

 

 

 

 

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here