ინგრედიენტები :
1200 გრ.მარწყვი
320 გრ.ფქვილი
240 გრ.შაქარი
160 გრ.ნაღების კარაქი ან მარგარინი
250 მლ.წყალი
5 გრ.მარილი
20 გრ.სიმინდის სახამებელი
10 გრ.ჟელატინი
მომზადების წესები :
ფქვილს შევურიოთ 40 გრ.შაქარი,მარილი და მსხვილ სახეხზე გახეხილი კარაქი.
ხელის თითებით ავაფხვიეროთ,დავასხათ 50 მლ.მაცივრის წყალი და სწრაფად მოვზილოთ ცომი,რომ არ გაგვითბეს.
ცომი შევახვიოთ პლასტიკში,შევდოთ მაცივარში 1 საათი.
ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე.
ცომი გავაბრტუყელოთ და ჩავაფინოთ 24 სმ დიამეტრის ტარტის ფორმაში,ძირი ჩანგლით დავჩხვლიტოთ, დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი,დავყაროთ რამდენიმე ჭიქა ლობიოს მარცვლები ,გამოვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში.
10 გრ.ჟელატინი ჩავალბოთ 50 მლ. წყალში.
შაქარში შევურიოთ სახამებელი,დავასხათ 150 მლ.წყალი და მოვადუღოთ სიროფი,შეუჩერებლივ ვურიოთ გასქელებამდე.
200 გრ. მარწყვი დავაბლენდეროთ,და გავწუროთ 4 ფენიან მარლაში მივიღებთ 150 მლ.მარწყვის წვენს.
მარწყვის წვენს შევურიოთ მოდუღებული სიროფი,აფუებული ჟელატინი და შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე.,სანამ ჟელატინი გადნება.
გამომცხვარი ტარტი გადავიტანოთ თეფშზე, ჩავალაგოთ მარწყვები,დავასხათ გაგრილებული მარწყვის წვენი და შევინახოთ მაცივარში 1 საათი,დავჭრათ და მივირთვათ გემრიელად.