ინგრედიენტები :
500 მლ.რძე
2 კვერცხის გული
6 ს.კოვზი შაქარი
2 ს.კოვზი( სავსე) სიმინდის სახამებელი
ვანილი ,მწიკვი მარილი
60 გრ.ნაღების კარაქი
250 გრ.ნაღების კარაქი შესათქვეფად
მომზადების წესები :
ავადუღოთ რძე.
კვერცხის გული,შაქარი,ვანილი,მარილი შევურიოთ ერთმანეთს,დავუმატოთ ფქვილი,სახამებელი და რამდენიმე კოვზი რძე.
ნარევს დავუმატოთ 3-4 ს.კოვზი მდუღარე რძე,მოვურიოთ( კვერცხი, რომ არ ამობრუნდეს) და ჩავასხათ რძეში.
კრემი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე გასქელებამდე.არ დაგვავიწყდეს ,უნდა ვურიოთ სწრაფად და შეუჩერებლად.
მოხარშული კრემი ცეცხლიდან გადმოვდგათ და ცხელშივე ჩავაგდოთ 60 გრ.ნაღების კარაქი.
კრემს გადავაფაროთ მჭიდროდ თავზე კულინარიული პარკი და კარგად გავაციოთ.
ავთქვიფოთ კარაქი გათეთრებამდე და კრემი თითო – თითო კოვზით შევათქვიფოთ.
რჩევა: კრემში არ გამოვიყენოთ კარტოფილის სახამებელი.თუ არ გვაქვს სიმინდის სახამებელი,მაშინ იგი შევცვალოთ პურის ფქვილით.