ინგრედიენტები :
6 კვერცხი
6 ს.კოვზი შაქარი
6 ს.კოვზი ფქვილი
1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი( თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი არ უნდა)
შაქრიანი ვანილი
მწიკვი მარილი
მომზადების წესები :
ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე.
კვერცხის გულები და ცილა გავაცალკავოთ.
კვერცხის ცილაში ჩავყაროთ მწიკვი მარილი და 3 ს.კოვზ შაქრთან ერთად მოვამზადოთ ბეზე.ვთქვიფოთ მიქსერით.
ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები გათეთრებამდე 3ს.კოვზ შაქართან ერთად.
გოგლიმოგლში ხის კოვზით ან ნიჩბით შევურიოთ ბეზე.
ფქვილს შევურიოთ შაქრიანი ვანილი და ხის კოვზით ან კულინარიული ნიჩაბით ნაზად შევურიოთ კვერცხიან მასას
ულუფობით, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით.დიდხანს არ ამოვურიოთ,რომ ცომიდან არ გამოვდენოთ ჰაერის ბუშტუკები.
ჩავასხათ ბისკვიტის მასა ქაღალდჩაფენილ (წავუსვათ ზეთი) ფორმაში და გამოვაცხოთ 30-35 წუთი.
გამოცხობის შემდეგ ღუმელი გამოვრთოთ, კარი არ გამოვაღოთ და ბისკვიტი იქვე გავაგრილოთ .