ინგრედიენტები :
1 ჭიქა მინერალური წყალი
400- 450 გრ.ფქვილი
25 გრ.შაქარი
1 ჩ.კოვზი მარილი
1 ჩ.კოვზი ლიმონის წვენი
2 ს.კოვზი ზეთი
9 გრ.საფუარი
გულსართი:
ჯემი ან რძიანი კანფეტი
მომზადების წესები :
თბილ მინერალურ წყალში გავხსნათ საფუარი,შაქარი,ლიმონის წვენი,ზეთი,ფქვილის ნახევარი . დავიწყოთ ცომის მოზელვა და შემდეგ დავუმატოთ დარჩენილი ფქვილი,მარილი.მოვზილოთ რბილი ცომი,რომელიც მსუბუქად ეწეპება ხელს.
ცომს გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ თბილ ადგილას ასაფუებლად..გაორმაგებული ცომი დავყოთ გუნდებად,დავალაგოთ ახლო- ახლოს ღუმელის ტაფაზე (დაფენილია საცხობი ქაღალდი), გადავაფაროთ ტილო და კიდევ გავაჩეროთ ამოფუებამდე.
ფუნთუშებს შეგვიძლია გავუკეთოთ გულსართი.გუნდის შუაში მოვაქციოთ 1 ჩ.კოვზი ჯემი ან 1 ცალი რძიანი კარამელის კანფეტი.
ფუნჯით ზემოდან გადავუსვათ წყალი, თუ სურვილი გვაქვს,მოვაყაროთ სეზამის მარცვლები გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 20-25 წუთი.