ინგრედიენტები :
500 მლ.რძე
2 კვერცხის გული
6 ს.კოვზი შაქარი
2 ს.კოვზი( სავსე) სიმინდის სახამებელი
ვანილი ,მწიკვი მარილი
60 გრ.ნაღების კარაქი
მომზადების წესები :
ავადუღოთ რძე.
კვერცხი,შაქარი,ვანილი,მარილი შევურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ სახამებელი.
ნარევს დავუმატოთ 3-4 ს.კოვზი მდუღარე რძე,მოვურიოთ( კვერცხი, რომ არ ამობრუნდეს) და ჩავასხათ მდუღარე რძეში.
კრემი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე გასქელებამდე. არ დაგვავიწყდეს ,უნდა ვურიოთ სწრაფად და შეუჩერებლად.
მოხარშული კრემი ცეცხლიდან გადმოვდგათ და ცხელშივე ჩავაგდოთ 60 გრ.ნაღების კარაქი.
0