ჰაეროვანი ფუნთუშა”პიშკა” – ბავშვობის გემო! მე გირჩევთ ერთად ვისწავლოთ ,თუ როგორ მოვამზადოთ შესანიშნავი ფუნთუშები კრემის გარეშე . გემრიელი ფუნთუშები – მარტივი რეცეპტით მიღებული დიდი სიამოვნება! დავივიწყოთ დიეტა ცოტა ხნით და მოვემზადოთ გემრიელი დესერტის მისაღებად!
ინგრედიენტები ;
265 – 300 გრ.ფქვილი უმაღლესი ხარისხი
8 გრ.საფუარი
2,5 გრ.მარილი
30 გრ.შაქარი
190 მლ.თბილი წყალი
1 კვერცხი
შაქრის პუდრა
15 გრ.მარგარინი
მომზადების წესები :
ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებისაგან მოვზილოთ ცომი და დავაყენოთ შეფუთული თბილ ადგილას 4 საათი.
ამოფუებული ცომი ჩავზილოთ,შემდეგ დავამზადოთ ცომის გუნდები ზეთიანი ხელებით, ტილო გადავაფაროთ და ვაცადოთ ამოსვლა.
გუნდები გავხვრიტოთ საჩვენებელი თითით , გავაკეთოთ პიშკები და შევწვათ ფრიწურში.
ცოტა გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა ან მოვასხათ თაფლი.
თუ სამზარეულოში მოგვეპოვება პროფესიონალური ინსტრუმენტები,მაშინ პონჩიკები შეგვიძლია ასე მოვამზადოთ.