ინგრედიენტები:
2 ჭიქა მინერალური წყალი
1,5 ჭიქა ფქვილი
3 ს.კოვზი შაქარი
5 ს.კოვზი ზეთი
1/2 ჩ.კოვზი მარილი
გულსართი:
სოკო 700 გრ
ხახვი 2 თავი
მარილი,პილპილი გემოვნებით
მომზადების წესები :
სოკო დავჭრათ და მოვშუშოთ გახურებულ ტაფაზე ზეთში.
ცალკე წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში .
ხახვი და სოკო შევურიოთ ერთმანეთს.,მოვაყაროთ მარილი ,წიწაკა.
ფქვილში შევურიოთ მარილი,შაქარი,დავასხათ მინერალური წყალი და ავთქვიფოთ მიქსერით.
დავუმატოთ 5 ს.კოვზი ზეთი,კვლავ ავთქვიფოთ.უნდა მივიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი.
ბლინები შევწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.ბლინებში შევახვიოთ სოკოს გულსართი
0