images (42)
5/5

ტორტი”ჭიანჭველას ბუდე”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

3,5 ჭიქა ფქვილი

0,5 ჭიქა შაქარი

200 გრ.არაჟანი

200 გრ.კარაქი ან მარგარინი

ცოტა მარილი

0,5 ჩ.კოვზი სოდა

კრემი :

1 ქილა მოხარშული შედედებული რძე

200 გრ კარაქი

100 გრ ნიგოზი სურვილისამებრ

100 გრ ქიშმიში სურვილისამებრ

1 ფილა შოკოლადი( ზემოდან მოსართავად)

მომზადების წესები :

მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ.

კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით,შევათქვიფოთ არაჟანი( შეგვიძლია  მასში გავხსნათ სოდა),დავუმატოთ ფქვილი, ხელით მოვზილოთ ცომი და შევახვიოთ საკვების შესაფუთ პარკში,შევინახოთ მაცივარში საყინულესთან ახლოს ნახევარი საათი.

თუნუქის ფირფიტაზე  დავაფინოთ ქაღალდი,მსხვილ სახეხზე გავხეხოთ ან ხორცსაკეპში გავატაროთ ცომი.

გამოვაცხოთ 180 გრადუსზე. ყურადღებით ვიყოთ, არ დაგვეწვას.

გამომცხვარი ორცხობილა ხელით კიდევ დავაქუცმაცოთ ,ჩავყაროთ დიდ თასში,დავუმატოთ გარეცხილი,გამშრალებული ქიშმიში,დაჭრილი ნიგოზი.

კრემი:

მოხარშული შედედებული რძე ავთქვიფოთ კარაქთან ერთად.

კრემი შევურიოთ გამომცხვარი ცომის ნატეხებს და თეფშზე გადავიტანოთ,მივცეთ გორასავით ფორმა.

ზემოდან მოვაყაროთ 1 ფილა გახეხილი შოკოლადი.

 

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here