ინგრედიენტები :
3 კვერცხი
2 ჩ.ჭიქა შაქარი
4 ს.კოვზი თაფლი
100 გრ.კარაქი
4 ჭიქამდე ფქვილი
1 ჩ.კოვზი სოდა
კრემი:
1 ქილა შედედებული რძე
250 გრ.კარაქი
ვანილი
მომზადების წესები :
კვერცხი შაქართან ერთად კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ თაფლი,კარაქი და შემოვდგათ ორთქლის ცხელ აბაზანაზე .
თანდათან ვუმატებთ 4 ჭიქამდე ფქვილს,რომელშიც შერეული გვაქვს სოდა,ვანილი.
ცომი გავყოთ 4 — 5 ან 6 ნაწილად და გავაბრტყელოთ.
თითოეულ ცომის ფირფიტას ვდებთ თბილ,ბლომად ფქვილმოყრილ ტაფაზე. ცხვება ძალიან მალე.
ოთახის ტემპერატურაზე დარბილებულ კარაქს ავთქვიფავთ მიქსერით და ნელ-ნელა შევათქვიფავთ შედედებულ რძეს,დავუმატებთ ვანილს.
ფირფიტებს წავუსვათ კრემი და ერთმანეთზე დავაწყოთ.
მედოკს ასევე წავუსვათ კრემი გვერდებზე და ზემოდან, გვერდები დანით ჩამოვაჭრათ და დაფხვნათ.
ნაფჩხვენები მოვაყაროთ ზემოდან და გვერდებზე.
0