ინგედიენტები :
800 გრ.ნებისმიერი ხორცი
1,2 კგ კარტოფილი
400 გრ.პამიდორი
200 გრ.სტაფილო
1 ჩ.კოვზი ყავისფერი შაქარი
150 გრ.წითელი ბულგარული
1 თავი ხახვი
3 ს.კოვზი ზეთი
1,5 ჭიქა წყალი
მარილი,წიწაკა გემოვნებით
მწვანე ხახვი,ოხრახურში,სუნელები გემოვნებით
მომზადების წესები :
ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და ზეთში შევწვათ ორივე მხრიდან.
კარტოფილი გავთალოთ,გავჭრათ 4-6 ნაწილად , დავაყაროთ ხორცს და ერთად შევწვათ მაღალ ცეცხლზე 4-5 წუთი.
შემწვარ ხორცსა და კარტოფილს მოვაყაროთ მარილი,წიწაკა და დავაყროთ მსხვილად დაჭრილი ბულგარული,ხახვი,სტაფილი,ნიახურის ძირები,მოვაყაროთ ხმელი ქინძი ან ჩვენთვის სასურველი სუნელები.ხორცი და ბოსტნეული მაღალ ცეცხლზე კიდევ შევწვათ 4-5 წუთის განმავლობაში,თან ხშირად ვურიოთ,რომ არ დაგვეწვას.
კერძს დავასხათ წყალი,დავამატოთ დაჭრილი პამიდორი,ყავისფერი შაქარი,დავახუროთ თავსახური,დავუწიოთ ცეცხლს და კიდევ ვშუშოთ 1სთ 20 წუთი .
მზა კერძს მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ოხრახურში.