ინგრედიენტები :
500 გრ. საქონლის ან ცხვრის ხორცი
500 გრ.ბრინჯი
150 გრ.ცხიმი ან 120 მლ.ზეთი
1 თავი ნიორი
1 სტაფილო
მარილი,წითელი დაფქული წიწაკა,ძირა გემოვნებით
მომზადების წესები :
ყაზანში ან თუჯის ქვაბში ჩავასხათ ზეთი და მოვხრაკოთ ხახთან ერთად კუბებად დაჭრილი ხორცი.
ხორცი,რომ დარბილდება დავამატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და ვშუშოთ სტაფილოს ფერშეცვლამდე.
ხორცს მოვაყაროთ მარილი,წიწაკა,ძირა ,დავასხათ 5 ჭიქა წყალი,ჩავდოთ 1 თავი ნიორი და წამოვადუღოთ.
შემდეგ ჩავყაროთ ბრინჯი და დაველოდოთ სითხის დაშრობას.მომზადების პერიოდში ერთხელ ამოვურიოთ.
სულ ესაა.გემრიელად მიირთვით!
0