დღეს ვისწავლოთ, თუ როგორ უნდა მოვამზადო ხორცი ფრანგულად.მადამ ბოვარი – ხორცი ფრანგულად გემრიელი, დელიკატური და წვნიანი კერძია. ჩვენ ჩვეულებრივ ამ კერძს საქონლის ხორცით ვამზადებთ,მაგრამ ღორის ხორცითაც არანაკლებ გემრიელია.საქონლის ხორცი ცოტა ცხიმიანი უნდა ავიღოთ,რომ კერძი წვნიანი გამოგვივიდეს.
ინგრედიენტები :
1 კგ კარტოფილი
800 გრ. საქონლის ან ღორის ხორცის ფარში
5-6 კვერცხი
2 თავი ხახვი
300 გრ.ყველი
400 გრ.მაიონეზი
150 გრ.ზეითუნის ზეთი
მწვანილები
მარილი,პილპილი გემოვნებით
მომზადების წესები :
1.მოხარშული კარტოფილი ჩავახეხოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში.
2. მოვაყაროთ შავი პილპილი და მარილი, მოვასხათ ზეთი.
3.ცალკე ტაფაზე დავასხათ ზეთი,დავაყაროთ საქონლის ხორცის ფარში და მოვშუშოთ. ხორცთან ერთად მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
4.კარტოფილის ფენას თანაბრად მოვაყაროთ ხორცი.
5.შემდეგ ჯერ დავახეხოთ მოხარშული კვერცხი,ბოლოს ყველი.
6. მოვასხათ მაიონეზი და შევდოთ გაზქურაში 40 წუთი. მოვაყაროთ წვრილად
დაჭრილი მწვანილები.