ინგრედიენტები :
600 გრ.ძროხის რბილი ხორცი
1 ხახვი
1 სტაფილო
2 ს. კოვზი ფქვილი
1 დაფნის ფოთოლი
1 ს.კოვზი ტომატ-პასტა
2 კბილი ნიორი
400 მლ.წყალი ან ბულიონი
ზეთი
მარილი და პილპილი გემოვნებით
1 პატარა კონა კამა და ოხრახურში სურვილისამებრ
მომზადების წესები :
ძროხის ხორცის რბილობი დავჭრათ პატარა კუბებად და ზეთიან ღრმა ტაფა-ქვაბში შევწვათ .
როდესაც ხორცი შეიწვება,დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი , გახეხილი სტაფილო და 10-15 წუთი ვშუშოთ.
ცალკე ტაფაზე მოვხალოთ ფქვილი.
ხორცს დავუმატოთ ფქვილი, ტომატ-პასტა ,ნიორი,დაფნის ფოთოლი , შემდეგ დავასხათ ბულიონი ან წყალი და ვადუღოთ ცოტა ხანი. მზა კერძს, სუფრაზე მიტანის წინ, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილები.
მივირთვად კარტოფილის პიურესთან ერთად.
რჩევა;გულიაში ბავშვებისათვის მოვამზადოთ ხბოს ხორცით და არ შევაზავოთ წიწაკით.