ინგრედიენტები :
850 გრ.თევზის ფილე
2 ნაჭერი პური
2 ტოტი მწვანე ხახვი
2 კბილი ნიორი
2 კვერცხი
1 კონა კამა
2 ს.კოვზი ფქვილი
საფანელი
მარილი და პილპილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები :
თევზის ფილე ,ხახვი,ნიორი, პური ( წინასწარ დავალბოთ წყალში და გავწუროთ) გავატაროთ ხორცსაკეპში , დავუმატოთ კვერცხი,ფქვილი,მარილი,წიწაკა,წვრილად დაჭრილი მწვანილები.
მიღებული თევზის ფარშისაგან გავაკეთოთ კატლეტები და შევწვათ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.
თევზის კატლეტები შეგვიძლია შევწვათ 20-25 წუთი 200 გრადუსზე ღუმელში.
0