ინგრედიენტები:
1 ჭიქა წიწიბურა
2 ჭიქა წყალი
2- 3 ცალი კარტოფილი
მარილი,წიწაკა გემოვნებით
მწვანილი სურვილისამებრ
წიწიბურას დავასხათ წყალი , წამოვადუღოთ,მოვაყაროთ მარილი,ცეცხლს დავუწიოთ და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ.
კარტოფილი გავხეხოთ და ხელით გავწუროთ.
წიწიბურას ფაფას დავუმატოთ გახეხილი კარტოფილი და საჭყლეტით დავჭყლიტოთ.
ფარში შევაზავოთ მარილით, შავი დაფქული წიწაკითა და მწვანილებით სურვილისამერ.
წიწიბურას ფარშის პატარა გუნდები ამოვსვაროთ საფანელში და ზეთიან ტაფაზე შევწვათ ორივე მხრიდან.
0