ინგრედიენტები:
1 კგ კარტოფილი
150 გრ.ფქვილი
2 კვერცხი
300 გრ.სოკო
2 ს.კოვზი ერბო
1 თავი ხახვი
1/3 ჭიქა არაჟანი
საფანელი
ზეთი შესაწვავად
მარილი,წიწაკა გემოვნებით
კარტოფილის ზრაზების გაკეთება დავიწყოთ პიურეს მომზადებით.
გათლილი,4 ნაწილად გაჭრილი კარტოფილი მოვხარშოთ, ნახარში გადავწუროთ, ჩავწყლიტოთ,შევურიოთ ერბო და მარილი.
პიურე გავაგრილოთ და დავუმატოთ კვერცხი, ფქვილი.
ხახვი და სოკო დავჭრათ წვრილად, ერთად მოვშუშოთ.
პიურეს პატარა გუნდები გავაბრტყელოთ, ჩავუდოთ სოკო, მოვუკრათ პირი.სოკოს კატლეტები ამოვსვაროთ საფანელში.
კარტოფილის ზრაზები სოკოთი ზეთიან ტაფაზე შევწვათ ორივე მხრიდან, მივირთვათ არაჟანთან ერთად.
0