ინგრედიენტები:
200 გრ ტომატის პასტა
გადადუღებული წყალი
ცოცხალი ქინძი და ნახ.თავი ხახვი
3 კბილი ნიორი
მარილი,წიწაკა გემოვნებით
ნახ. ჩ.კოვზი უცხო სუნელი
ნახ. ჩ.კოვზი ხმელი ქინძი
მჟავე წითელი ტყემალი გემოვნებით
ძმარი გემოვნებით
მომზადების წესები :
ტომატ პასტას შევურიოთ გადადუღებული წყალი იმდენი,რომ მივიღოთ სასურველი კონსისტენციის სითხე, შევურიოთ დაწყლეტილი ნიორი,მსხვილად დაჭრილი ხახვი და ცოცხალი ქინძი,საკმაზი.
გადავიტანოთ ქილაში და შევინახოთ 3-4 დღე მაცივარში.
რჩევა : ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი კლასიკურ რეცეპტს უმატებს მჟავე წითელ ტყემალს და ცოტაოდენ ძმარს ,რომელიც საწებელს განსაკუთრებულ გემრიელ გემოს აძლევს.
1+