ინგრედიენტები :
3 ქათმის ბარკალი
1 ხახვი
1 სტაფილო
4-5 ცალი კარტოფილი
4 ს.კოვზი ბრინჯი
2 დაფნის ფოთოლი
მარილი,წიწაკა გემოვნებით
1 პატარა კონა ოხრახურში
4 ცალი ბაჰარი
1,5 -2 ლიტრა წყალი
მომზადების წესები :
ქათმის ბარკალი მოვხარშოთ დაფნის ფოთოლთან,ბაჰართან და ხახვთან ერთად.ბულიონი გადავწუროთ,ქათმის ბარკლებს მოვაცალოთ ხორცი.
ბულიონში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი სტაფილო,კუბებად დაჭრილი კარტოფილი და ბრინჯი.
კერძი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე.
კარტოფილის მოხარშის შემდეგ ჩავამატოთ დაჭრილი სოკო და ქათმის ხორცი.
წვნიანში ჩავყაროთ მარილი და წიწაკა.ბოლოს კი ჩავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
0